"მაგისმა შვილებმა ერთი ძმა მომიკლეს, ახლა მეორე ძმა..." - ახალდაბაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
ახალდაბაში სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - მოკლული ვალერი ნაცვლიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობა წლების წინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.
"მაგისმა შვილებმა ერთი ძმა მომიკლეს, ახლა მეორე ძმა..." - როგორც ირკვევა, ნაცვლიშვილს 2004 წელს ძმა სწორედ იმ კაცის შვილებმა მოუკლეს, რომელმაც დღეს, მათი თქმით, თავად ვალერი ნაცვლიშვილი მოკლა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ ახალდაბაში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელს რამდენჯერმე ესროლა.