"მეორე შვილი მომიკლეს..." - გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - "მთავარმა არხის" ინფორმაციით, 70 წელს გადაცილებულებული კაცი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს, ანალოგიური ბრალდებით მრავალჯერაა ნასამართლევი. მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. ის ბოლოს დღეს მოკლული მამაკაცის მამის მკვლელობის შეკვეთისთვის გაასამართლეს.
"მეორე შვილი მომიკლეს. რა გავაკეთო მითხარით, რა ვქნა... შვილი მომიკლეს, უფროსი შვილი, მაგის ორმა ბიჭმა.. დაიჭირეს და გამოუშვა ივანიშვილმა, ივანიშვილი კი არა, პირდაპირ გეუბნებით, ჯანდაბიშვილია", - ამბობს მოკლულის მამა.
მოკლულის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს.