თეგებით ძიება

ნაკაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს

ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდამსხმელი „გლოვოს“ მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა.

დაჭრილიც და მსროლელიც კლინიკაში არიან გადაყვანილები. მომხდარი წარსულ დაპირისპირებას უკავშირდება. ადგილობრივები ფაქტს შურისძიებას უკავშირებენ.

საქმეზე გამოძიება 19/108 და 236 მუხლებით დაიწყო.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა