თეგებით ძიება

თბილისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის 3 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის 3 ფაქტი (ჯამში 4 კილოგრამი უაქციზო თუთუნი და 620 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი) გამოავლინეს.



საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი და სამივე ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა