თეგებით ძიება

ლუდის გამოხდის რიტუალი მცხეთა-მთიანეთში

როგორც ვიცით ლუდის გამოხდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში რიტუალური პროცესია, მათ რიგებს შორისაა საქართველოც.

საქართველოში ლუდის გამოხდას ხორბლეულის წარმოება და მასთან დაკავშირებული საქმიანობების განვითარება დაედო სათავედ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ხორბლის 17 სახეობიდან საქართველოში 12 ითესება, სწორედ ამიტომ საქართველო ღვინისა და ლუდის ქვეყანად მოიაზრება, დღეს მოგიყვებით ლუდთან დაკავშირებულ რიტუალზე, რომელიც მცხეთა-მთიანეთში დღესაც ხშირად ტარდება.

მცხეთა-მთიანეთის შედარებით მთოვან მხარეებში მოსახლეობა რელიგიურ დღესასწაულებს საკუთარი ხელით გამოხდილი ლუდით აღნიშნავდა. დღესასწაულთა სიმრავლემ და შესაბამისად, ლუდის ხშირად გამოხდის რიტუალის წარმოებამ განავითარა ლუდის გამოხდის ტექნიკა და ამ რიტუალს საქართველოში განსაკუთრებული ღირებულება შესძინა.

მთიულეთში, კერძოდ კი გუდამაყრის სოფელ ხადაში მარიამობისას უამრავი ადამიანი იკრიბება, მთაში ეს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დღესასწაულია, რომლის აღნიშვნას თან სდევს რამდენიმე რელიგიური კუთხით გამტკიცებული რიტუალი, მაგალითად ხავიწის გულიანი ქადების გამოცხობა მიცვალებულთათვის და ხატში ლუდის გამოხდა მამაკაცების მიერ. ლუდის გამოხდა მთის მოსახლეობისთვის ყოველთვის რელიგიურ აქტად მოიაზრებოდა, რომელიც ღვთიური სასმლის დამზადებას და მიღებას გულისხმობს. მოსახლეობისთვის რიტუალი ასოცირდება ღმერთთან თანაზიარებასა და დალოცვას. ლუდის გამოხდის რიტუალის სათავეში ხევისბერი დგას, რადგან სწორედ ხევისბერი ითვლება მოსახლეობის წარმომადგენლად.

ლუდის გამოხდის რიტუალი მცხეთა-მთიანეთში


ლუდის გამოხდისთვის მზადება ხატობამდე დაახლოვებით 4-5 დღით ადრე იწყება, რათა ლუდი არ გაფუჭდეს. გამომშრალ და დაფქულ ალაოს დასტურები ჯვარის სალუდეში, ადუღებენ, დადუღებული ლუდი მოტკბო-მომწარო და შედარებით მუქი ფერის უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ლუდი სპეციალურად მომზადებულ, საგანგებოდ გამზადებულ ჭურჭელში მზადდება.

აქაური ტრადიციების მიხედვით ადგილას, სადაც ხატობისთვის ლუდი მზადდება ქალის დასწრება და მისვლა აკრძალულია.
თუშეთში ასევე იმართება წლის ალუდი-ალუდები, ესაა რიტუალები, რომელიც გულისხმობს მიცვალებულთა სახლში ლუდის მოდუღების წეს-ჩვეულებას, რომლის დატვირთვა მიცვალებულთა სულებისთვის სიამოვნება და პატივისცემის გამოხატვაა.

მცხეთა-მთიანეთის მთოვან მხარეებში ლუდი რელიგიურად და კულტურულად აღიარებული „ღვთაებრივი“ სასმელია, რომლის გამოხდა მთიელი კაცისთვის ღვთიური რიტუალია, რომელიც მას გამძლეობასა და რწმენას მატებდა. მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო და არის დაკავშირებული, ლუდით იყო გაწმენდილ-დალოცვილი, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ-მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული.

სტატიის ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა