თეგებით ძიება

მოდინახეს ციხე საინტერესო და განსხვავებული ისტორიით

მოდნახეს ციხე იმერეთის ქალაქ საჩხერის მახლობლად მდებარეობს. ის მე-18 საუკუნით თარიღდება.

მდინარე ყვირილის ხეობაში მდებარე ციხიდან მნახველისთვის ულამაზესი ხედი იშლება.

ეს ციხე ეკუთვნოდა, როგორც ფალავანდიშვილებს ასევე წერეთლებს. ციხეს განსხვავებული და საინტერესო ისტორია აქვს, მისი აღება ჯერ კიდევ იმერეთის მეფე ალექსანდრემ სცადა, მაგრამ მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

ციხეს ასევე თავს აფარებდა მეფე სოლომონ პირველი, როდესაც საქართველოს ოსმალები დაესხნენ თავს.

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ციხის აღება ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგანაც მიუვალი ადგილი იყო.

მე-19 საუკუნეში ციხე თითქმის დანგრეული იყო, ხოლო მე-20 საუკუნის მიწურულს იგი მიწისძვრის შედეგად ისე დაზიანდა რომ თითქმის აღარც ჩანდა.

ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლს სხვადასხვა დროს უტარდებოდა არქეოლოგიური გათხრები, რის შედეგადაც აღმოაჩინეს ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის იარაღები.

მოდინახეს ციხის შესახებ საკმაოდ საინტერესო ლეგენდა არსებობს. ლეგენდის თანახმად პაპუნა წერეთელს უარი მიუღია სასიმამროსგან ქალიშვილის მითხოვებაზე და უთქვამს რომ მას არაფერი გააჩნდა, პაპუნა წერეთელს კი აუშენებია ეს ციხე და სასიმამროსთვის შეუთვლია - "მოდი ნახეო".


მოდინახეს ციხე საინტერესო და განსხვავებული ისტორიით





სტატიის ავტორი: მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა