თეგებით ძიება

ოფთალმოლოგია – როდის გვჭირდება ოფთალმოლოგი?

ოფთალმოლოგი არის სამედიცინო ან ოსტეოპათიური ექიმი, რომელიც სპეციალიზდება თვალის მოვლასა და მკურნალობაში. ჯანმრთელი თვალები და მხედველობა ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის საჭიროა. მხედველობის პრობლემებმა შეიძლება გაგირთულოს მუშაობა, მანქანის ტარება და სხვა ჩვეული საქმიანობების შესრულება. ტექნოლოგიის პოპულარიზაციასთან ერთად ოფთალმოლოგთან ვიზიტების რაოდენობაც იმატებს.

რას მოიცავს ოფთალმოლოგის კონსულტაცია?

თვალის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა
მხედველობის ტესტის დანიშვნა
მხედველობის ცვლილებების მენეჯმენტი
სათვალის და კონტაქტური ლინზების გამოწერა
საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევაზე მიმართვის გაცემა

რა ტიპის კვლევას ან მკურნალობას დანიშნავს ექიმი დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზზე. ზოგს მხოლოდ მცირე პრობლემა აქვს, რომელიც თავისით გაივლის დროსთან ერთად, სხვებს კი შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეთ.

რა მიზეზით მიდიან ოფთალმოლოგთან ყველაზე ხშირად?

ოფთალმოლოგთან კონსულტაციის მიზეზი შეიძლება ასაკის მიხედვით განსხვავდებოდეს. მაგალითად, 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში, უფრო ასაკთან დაკავშირებული თვალის პრობლემებია ხშირი, როგორიცაა მაკლურარული დეგენერაცია, კატარაქტა და სხვა.

ყველაზე გავრცელებული თვალის პრობლემებია:

თვალის სიწითლე – ძირითადად, თვალის გაღიზიანებაზე ან ინფექციაზე მიანიშნებს. გაღიზიანება შეიძლება ალერგიამ, ძილის ნაკლებობამ, კომპიუტერის/ტელეფონის ეკრანმა გამოიწვიოს.
თვალის სიმშრალე – თან ახლავს თვალის გაღიზიანება, ქავილი, წვა და საკმოდ არაკომფორტულია.
გლაუკომა – ამ დროს თვალის მხედველობის/ოპტიკური ნერვი ზიანდება. პაციენტების უმეტესობაში გლაუკომა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
სტრაბიზმი – თვალებს შორის კოორდინაციის დარღვევა.
დიაბეტური რეტინოპათია – ჩნდება დიაბეტის გართულების შემთხვევაში. ამ დროს, ბადურას სისხლძარღვები ზიანდება.
ამბლიოპია – ერთ-ერთ თვალში მცირდება მხედველობა, რადგან ტვინს და თვალს კოორდინაცია უჭირთ.

REDMED-ის ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში შეგიძლია ოფთალმოლოგთან ვიდეო ან აუდიო კონსულტაციის დაჯავშნა ან სახლის გამოძახება. სასურველი ოფთალმოლოგის შერჩევაში დაგეხმარება ის, რომ პლატფორმაზე ექიმის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული. ასევე, შეგიძლია პაციენტების დატოვებულ შეფასებებსაც გაეცნო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა