თეგებით ძიება

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.


ვერძი
თქვენ დღეს თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი დასკვნის გაკეთებისგან. თქვენ შესაძლოა გადაწყვეტილება მიიღოთ, მხოლოდ იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა უკეთესი ალტერნატივები. თქვენი იდეა პრეზენტაციისთვის შეიძლება ბრწყინვალე იყოს, მაგრამ მას სჭირდება დახვეწა, რათა გახდეს უფრო საინტერესო.ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს და სწორად გადაანაწილეთ დანაზოგები.

კურო
თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ თავდაჯერებული , რომ დღეს შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული ყველა ვალდებულება. საკმარისად მტკიცე არ ყოფილხართ წინა დღეების განმავლობაში და დღეს გეძლევათ შანსი, რომ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. ხალხი სერიოზულად არ გხედავთ.ახლა თქვენ ეძებთ ყველაფრის შეცვლის გზებს.არ დაგავიწყდეთ არავითარ შემთხვევაში ,რომ თავდადება და მონდომება სულაც არ ნიშნავს სისასტიკეს, იყავით ფრთხილები სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

ტყუპები
განგაში და დაბნეულობა არ მოაგვარებს თქვენს დღევანდელ პრობლემებს.თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი წარსული შეცდომებისგან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ,რომ ვერაფრით ვერ შეცვლით ადრე დაშვებულ შეცდომებს.აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია და ადეკვატური განსჯის მექანიზმები, რათა არ აღმოჩნდეთ იგივე პრობლემების წინაშე, რომლებმაც საკმაოდ დაგაზარალათ წარსულში, ასევე კარგი იქნება თუკი თქვენ მეტ ყურადღებას დაუთმობთ სხვა ადამიანების რჩევებს.

კირჩხიბი
შესაძლოა თქვენ გაგახსენდეთ თქვენი ძველი რომელიმე ურთიერთობა.თქვენ უნდა მოაგვაროთ ზოგიერთი პრობლემა, თქვენი ახლანდელი პარტნიორის მკაცრი განსჯის გარეშე.თუ ერთი ან მეორე თქვენგანი უკომპრომისოა და ვერ შეცვლის თქვენს პოზიციას, ეს გულდასაწყვეტი იქნება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გააძნელებს ერთად დარჩენის შესაძლებლობას.გირჩევთ დაგეგმოთ პატარა რომანტიული პაემანი და დაივიწყოთ ყველა პრობლემის შესახებ.

ლომი
თქვენ იცით, რომ ადამანები არ არიან გულწრფელები როდესაც შეტყობინებებზე თქვენ იღებთ არასერიოზულ, მოკლე და ცივ პასუხებს.შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში იყოს ადამიანი, რომელსაც თვლით ახლო მეგობრად და სინამდვილეში ის თქვენს ზურგს უკან საქმეებს ხლართავს.შეიძლება მოგიწიოთ არაგულწრფელი ხალხის სამეგობრო სიიდან ამოშლა.ფრთხილად შეარჩიეთ თქვენი მეგობრები.

ქალწული
თქვენ შესაძლოა გქონდეთ ბევრი სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი ადამიანებთან ამ პერიოდის განმავლობაში და ეს ყველაფერი თქვენი თავის დამკვიდრების სურვილის შედეგია.შეეცადეთ არ იყოთ ხისტი და კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ ყველაფერი სანამ რამეს იტყვით.თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ თქვენ ხართ მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ღია ყველანაირი დარწმუნებისთვის.

სასწორი
თქვენ მხოლოდ ზომიერი ბრძანებების გატარება გჭირდებათ იმისათვის ,რომ თავიდან აირიდოთ პრობლემები.თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ შეტაკებაში. შესაძლოა იყოთ შეშფოთებული, ვინაიდან პროფესიულ საქმიანობაში გაქვთ ბევრი სირთულეები და ეს გაცლით დიდ ენერგიას.გრძელვადიანი ხედვით გადახედეთ არსებულ ვითარებას. ეს ეტაპობრივი პროცესია, რომლის დროსაც თქვენ უნდა იყოთ თანმიმდევრული.აწარმოეთ მოლაპარაკებები და არ გაექცეთ გამოწვევებს.

მორიელი
ძნელია თქვენი ზიზღის დაფარვა, როდესაც თქვენ გამოძრავებთ სამაგიეროს გადახდის უდიდესი სურვილი.ყველაზე ცუდი არის თქვენი გრძნობების დათრგუნვა, რაც ამ პროცესში იწვევს პასიურ-აგრესიულობას.შემდგომში თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი ნამდვილი გრძნობების დამალვას, შესაძლოა შეეცადოთ თქვენი მიზნების შენიღბვას, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოგივათ.თუკი თქვენ გაქვთ კონფლიქტი ვინმესთან, მაშინ აუცილებლად უნდა მიუახლოვდეთ მას და უთხრათ მას ყველაფერი.

მშვილდოსანი
შეიძლება მოგიწიოთ რაიმე ღონისძიების ან სხვა მომზადებული მოსაწყენი სამუშაოს ამოღება თქვენი გრაფიკიდან. თქვენთვის იმედგაცრუებაა, როდესაც პირველ რიგში არ მოგაწოდებენ ყველა საჭირო ინფორმაციას.შეეცადეთ მაქსიმალურად მოერიდოთ აზარტულ თამაშებს, ვინაიდან ახლა ძალიან ცუდი პერიოდია ამისთვის.შესაძლოა გქონდეთ დეტალების გაგების სურვილი და ეს თვისება ხელს შეგიწყობთ პროფესიულ განვითარებაში.

თხის რქა
იყავით ბევრად ლაღი და მხიარული. თუკი თქვენ გასცემთ პოზიტიურ ენერგეტიკას თქვენ აუცილებლად მიიღებთ საპირისპიროს სხვა ადამიანებისგან.თქვენ შესაძლოა გსურთ დარწმუნდეთ, რომ შეძენილი ნივთი ღირს ის , რასაც თქვენ იხდით.დღევანდელი დღის საკვანძო სიტყვაა ხარისხი.თქვენ შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაფიქრდეთ თუ რაში ხარჯავთ ფულს.

მერწყული
თქვენ საკმაოდ დაძაბული ხართ ამ პერიოდის განმავლობაში და კარგი იქნება, თუკი დაგეგმავთ გასვლას ბუნებაში მეგობრებთან ერთან ,ეს ძალიან კარგად აისეხება თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.ხუმრობა შესანიშნავი არჩევანია იგი აღადგენს სითბოს და გულითად დამოკიდებულებას, როდესაც ყველანი თქვენს ირგვლივ ოდნავ სერიოზულები გახდნენ.თქვენ შესაძლოა იყოთ კმაყოფილი სხვა ადამიანებთან თანამშრომლობით.

თევზები
იმის გამო, რომ თქვენ მოჯადოებული ხართ არამატერიალურით, თქვენ გიზიდავთ არაჩვეულებრივი საგნები. ეს შეიძლება მოიცავდეს კოსმოლოგიას, აუხსნელ, იდუმალ და სხვა უჩვეულო თემებს.გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა ერთ დღეში დახარჯოთ თქვენი შემოსავალი და საერთოდ არ გახსოვდეთ რაში დახარჯეთ.თქვენ უნდა გაატაროთ შესაბამისი ზომები, რათა გაუფრთხილდეთ თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა