თეგებით ძიება

ცნობილი ხდება იმ პირების ვინაობა, რომლებიც საფრანგეთში ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის გამო დააკავეს

ალაუდინ გაურგაშვილი და გია ქავთარაშვილი - "კურიერისთვის" ცნობილი ხდება იმ პირების ვინაობა, რომლებიც საფრანგეთში ტერორიზმთან სავარაუდო კავშირის გამო დააკავეს.

2 სპეცოპერაცია ერთმანეთის პარალელურად პარიზსა და ლიონში ჩატარდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულია ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტებს აფინანსებდა. ორივე დაკავებულის დაბადების ადგილი დუისია.

"კურიერი" დაკავებულის ოჯახის წევრებს ესაუბრა. პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ მათ საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვეს, საცხოვრებლად ჯერ გროზნოში გადავიდნენ, სადაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და ამის შემდეგ საფრანგეთში წავიდნენ.

საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე რეპორტაჟს ნახავთ "კურიერში 9 საათზე".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა