თეგებით ძიება

კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლს ბრალი წარუდგინეს

კასპში მოკლული ბიზნესმენის, ნოდარ ღუნაშვილის , ცოლს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად.

ამ წუთებში გარდაცვლილის ოჯახის წევრები გორის რაიონულ სასამართლოსთან არიან შეკრებილი და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. მათი მოთხოვნაა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდოს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა კასპში 14 მარტს მოხდა, ნოდარ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლის ზურაბ კახიშვილია დაკავებული, ხოლო დანაშაულის დაფარვის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლე გუშინ დააკავეს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა