თეგებით ძიება
30. 04. 2021 News-ები

იტალიამ აზიის სამი ქვეყნიდან მოქალაქეებისთვის სამოგზაურო წესები გაამკაცრა

იტალიამ, კორონონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის, სამოგზაურო წესები უფრო გაამკაცრა.

ქვეყანამ ინდოეთიდან ჩასულთა ქვეყანაში შესვლა აკრძალა. რაც შეეხება შრი-ლანკასა და ბანგლადეშს; ლეგალურ მცხოვრებლებს უფლება აქვთ, ტესტირებისა და მკაცრი კარანტინის შემდეგ შევიდნენ ქვეყანაში.

მსოფლიოს უკვე არაერთმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები ინდოეთიდან ჩამსვლელებისთვის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 18 762 976 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 208 330 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა