თეგებით ძიება

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სამშაბათს 4 მაისს შესაძლოა დილა აქტიურად დაიწყოს და დღის ბოლომდე არ მოგცეთ დასვენების შანსი. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი ძალა და ენერგია თავისუფალ დროს. თქვენს გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა ექნება და ახლო მომავალზე აისახება, თან არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენს ახლობლებზეც.

ვერძი
არ იქონიოთ საქმე დიდ ემოციურ აფეთქებასთან. ეს ემოციები კარგად უნდა გაკონტროლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. არ არის საჭირო დამატებითი პრობლემების დამატება, ეს უარყოფითად იმოქმედებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე, ამიტომ ამ დღეს რეკომენდებულია მოთმინება და სიმშვიდე.

კურო
თქვენ აღმოჩნდებით კონფლიქტში, რომელშიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობა არ გსურთ. თქვენ უნდა იყოთ მკაფიო და გახსნილი იმის შესახებ, თუ რა გაწუხებთ და რა გსურთ სხვებისგან. ეს ის დღეა, როდესაც კარგად და პასუხისმგებლობით უნდა გაუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც ნერვები მაქსიმალურად დაიძაბება.

ტყუპები
დღეს შეიძლება პრობლემები გქონდეთ გადაჭარბებულ სიამაყესთან დაკავშირებით. შეიძლება მოგთხოვონ ისეთი საქმის გაკეთება, რაც, თქვენი აზრით, თქვენი ღირსების ქვეშ არის. ვარსკვლავები გირჩევთ, რომ უფრო მშვიდად და მარტივად მიუახლოვდეთ ყველაფერს, ეცადეთ რაიმე ახალი ისწავლოთ. ეს იქნება გაკვეთილი, რომელსაც არ დაივიწყებთ და მომავალში ბევრ სარგებელს მოგიტანთ.

კირჩხიბი
დღეს ექსტრემალურად დინამიური იქნებით, აქტიურად გექნებათ კომუნიკაცია ხალხთან, იქნებით მხიარული და პოზიტიური. ეს კარგი დღეა თქვენთვის. თქვენ შეძლებთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. ენერგიის ეს ამოფრქვევა ძალზე სასარგებლო იქნება თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, რომლებსაც მაგნიტივით მოიზიდავთ. იღბალი თქვენს მხარესაა.

ლომი
თქვენ გულგრილი იყავით თქვენი ორგანიზმის მიმართ. თქვენ ცოტა გძინავთ და აქამდე არ ზრუნავდით თქვენს მენიუზე. ახლა გჭირდებათ დღე დასვენებისთვის და ენერგიების აღსადგენად. ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ ეცადეთ ბალანსი იპოვოთ. ამ ყველაფრის შედეგად შეამჩნევთ, რომ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

ქალწული
დღეს თქვენ იქნებით ბედნიერი, იმ უნარით, რომ შეიგიძლიათ ჰორიზონტს იქით ყურება. თქვენ ასევე აჩვენებთ თქვენს ძალასა და სიმტკიცეს მათ წინაშე, ვინც ცდილობენ შეგაშინონ ან გაბატონდნენ. ეს ის დღეა, როდესაც თქვენ დაამარცხებთ მათ, ვინც თქვენს გამოწვევას უპირისპირდება და შეძლებთ გამარჯვებული გახდეთ.

სასწორი
ეს ის დღეა, როდესაც ემოციები სასტიკად გაგეხუმრებიან. თქვენ ვინმე გაწყენინებთ და ამგვარი მდგომარეობა თქვენ ოპტიმიზმს არ შეგმატებთ. ეს ერთ-ერთია იმ დღეებში, როდესაც თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები ადვილად ახერხებენ მანიპულირებას, ამიტომ გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, სიტყვებს და ჟესტებს.

მორიელი
თქვენ სწორად უნდა გადაანაწილოთ პრიორიტეტები ამ დღეს. ჯობია დღეს მოაგვაროთ თქვენი სოციალური პრობლემები და არა ოჯახის პრობლემები. უახლოეს დღეებში შესაძლებლობა გექნებათ დააბალანსოთ პიროვნული და პროფესიული მხარე, მაგრამ არა დღეს. ნუ მისცემთ სხვებს თქვენი პრიორიტეტების განსაზღვრის შანს და მანიპულირებას.

მშვილდოსანი
თქვენ ნახავთ, რომ რუტინამ გაჯობათ და ჩაგითრიათ. თავს იგრძნობთ ხაფანგში და ამ იმედგაცრუებას თქვენს გარშემო მყოფებს დააბრალებთ. გაერთეთ სპორტით ან სიარულით.ამ გზით თქვენ შეავსებთ სიცარიელეს, რომელსაც გრძნობთ და გექნებათ შესაძლებლობა გამოჯანმრთელდეთ. ის რაც თქვენ გჭირდებათ არის სიახლე.

თხის რქა
მოვიდა დრო აღიაროთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და აღარ შეინარჩუნოთ ესეთი ცხოვრების სტილი. კარგად გაიაზრეთ თქვენი აზრი, გაითვალისწინეთ თქვენი არგუმენტები და იყავით მტკიცე, მაგრამ არა აგრესიული. თუ ვინმე არ გეთანხმებათ ან არ მიიღებს კომპრომისებს, მათ შეუძლიათ დატოვონ თქვენი ცხოვრება ან მიიღონ წესები.

მერწყული
ამ დღეს შესაძლოა თქვენ დაუფიქრებელი შენაძენი გააკეთოთ, რაც მხოლოდ იმედგაცრუებას და ფულის ქარში გადაყრას მოგიტანთ. წინააღმდეგობა გაუწიეთ იმპულსებს. აუცილებლად აკონტროლეთ საკუთარი თავი და ბიუჯეტი. შეიძლება მალე დაგჭირდეთ ყველა რესურსი.

თევზი
დღეს პილანტური სიტუაციები გელით. თქვენ ყველაფერს სწორად უნდა გაუმკლავდეთ და გონივრულად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სანდოობა შეიძლება შეილახოს. უბრალოდ კარგად გაეცანით სიტუაციას და არ დაგავიწყდეთ, რომ დუმილი არის ხელოვნება, რომელიც ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ათასი სიტყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა