თეგებით ძიება
06. 05. 2021 სპორტი

კრახი სოფიაში – ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ სამი მოჭიდავით

დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამმა წევრმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, სოფიაში იასპარეზა. სამწუხაროდ, ლიცენზიის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.

ოთარ გოგავა (57) პირველივე შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრების წევრ გიორგი ედიშერაშვილთან დამარცხდა. ბექა ლომთაძე (65) მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედუმარდ გაჯიევთან დათმო შეხვედრა, ხოლო სანდრო ამინაშვილმა (86) მერვედფინალში აზერბაიჯანელთა აბუბაქრ აბაკაროვს ვერ აჯობა.

შესაბამისად, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 57, 65 და 86 კგ წონით კატეგორიებში წარმომადგენელი არ ეყოლება. ნაკრები ოლიმპიადაზე მხოლოდ სამი სპორტსმენით იასპარეზებს – ავთანდილ კენჭაძე (74), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ექვსივე წონით კატეგორიაში ჰყავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა