ყველა ბილეთი გაიყიდა – ბათუმში სუპერ მატჩი გველის
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” ბათუმის ახალ სტადიონზე უმასპინძლებს, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩს გულშემატკივართა 30% დაესწრება და შესაბამისად, 6500 ადგილი გამოვიდა გასაყიდად, რომელიც 3-4 საათში სრულად გაიყიდა.
შეხვედრა 8 მაისს, 20:15 წუთზე დაიწყება და 00:00 საათამდე გულშემატკივრებს საშვი ბილეთის სახით ექნებათ, რომელიც მესიჯის სახით ტელეფონზე გამოიგზავნება.
ბათუმის ახალ სტადიონზე მოედნის პრობლემები იყო, რომელიც უკვე მოგვარებულია. თბილისს 25 ქულა აქვს, ბათუმს 22.