ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა ინგლისში გაიმართოს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, რომ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულის ნაცვლად ინგლისში, კონკრეტულად კი ბირმინგემში „ასტონ ვილას“ სტადიონზე გაიმართოს.
????"They make it very clear that the plan is for the game to go ahead in Istanbul."@RobDorsettSky says that UEFA still expect the Champions League final to be in Istanbul after Aston Villa offered to host the game at Villa Park between Manchester City & Chelsea pic.twitter.com/hsXFLI6545— Football Daily (@footballdaily) May 6, 2021
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფინალში ინგლისური კლუბები გავიდნენ და კორონავირუსისგან გამოწვეული სირთულეების გამო ხსენებული მატჩის ბრიტანეთში გამართვა ნაკლებ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
წყაროს ცნობით, „ასტონ ვილა“ უეფა-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ჯერჯერობით ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის უცნობია თურქული მხარის პოზიცია. მათ ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ ლიგის ფინალი გასულ წელსაც თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ ინფექციის გამო ლისაბონში "ბენფიკას" მოედანზე ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ გავიდნენ. „არისტოკრატებმა“ ნახევარფინალში „რეალს“ აჯობეს, ხოლო „ქალაქელებმა“ პსჟ-ს არ დაუტოვეს შანსი. ცნობისთვის, ფინალი 29 მაისით თარიღდება.