თეგებით ძიება
06. 05. 2021 სპორტი

ჭიაბრიშვილი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი მე-10 ტურში „საბურთალოს“ წინააღმდეგ, მსაჯთან მომხდარი ინციდენტია.

„ლოკომოტივის“ თავკაცი მატჩის მიწურულს საკმაოდ გაცხარებული იყო, ემოციები ვერ მოთოკა და შეხვედრის არბიტრს ალეკო აფციაურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აქედან გამომდინარე, ჭიაბრიშვილი გუნდს სათადარიგოთა სკამიდან მთლიანი მეორე და მესამე წრის დასაწყისში ვერ უხელმძღვანელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა