თეგებით ძიება
07. 05. 2021 სპორტი

მაისურაძე და სანებლიძე ნახევარფინალს იჭიდავებენ

ყაზანში მიმიდინარე გრან სლემზე 100 კილოში მოასპარეზე ონისე სანებლიძე ნახევარფინალშია.
ასევე ასპარეზობას განაგრძობს -90 წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე,რომელმაც პირველ წრეში სენეგალელი აბდერაჰმანე დიალო დაამარცხა და მომდევნო წრეში შვედ მარკუს ნიმანს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ,რომ ყაზანში საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია(1 ოქრო, 1 ბრინჯაო).

გრან სლემის გაამრჯვებული 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა

ბრინჯაოს პრიზიორი კი 73 კილოში ნუგზარ ტატალაშვილი გახდა,რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში ბელარუსს ვაძიმ შოკას აჯობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა