თეგებით ძიება
07. 05. 2021 სპორტი

საქართველოში ვაპირებ, MMA-ს დარბაზი ავაშენო - დვალიშვილი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა Facebook-ის ლაივ ჩართვაში თავის ქართულ გეგმებზე ისაუბრა.

მერაბმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ სამშობლოში MMA-ს დარბაზის აშენებას გეგმავს, რათა კიდევ უფრო მეტი მებრძოლი დაინტერესდეს ამ სპორტის სახეობით.

"ქართველებს UFC-ში ძალიან გვაფასებენ. დაინტერესებულნი და გაკვირვებულნი არიან ჩვენი მებრძოლი სულით. ბევრი კარგი ახალი მებრძოლია საქართველოში. მათ გამარტივებული აქვთ UFC-ში მოხვედრა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა".

"სპორტის პარალელურად, ვაპირებ საქართველოში ჩემი წვლილი შევიტანო MMA-ს განვითარებაში. მსურს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის MMA-ს დარბაზი ავაშენო და ხელი შევუწყო მომავალ თაობას ვარჯიშში".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა