თეგებით ძიება
07. 05. 2021 სპორტი

არსენალმა შინ ვილიარეალს ვერ მოუგო და ტურნირს გამოეთიშა

ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „არსენალმა“ შინ „ვილიარეალთან“ ფრე 0:0 ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა.

პირველი მატჩი ესპანეთში „ყვითელი წყალქვეშა ნავის „გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „არსენალს“ შინ 1:0 გამარჯვებაც ეყოფოდა ფინალში გასასვლელად.

თუმცა, მიკელ არტეტას გუნდმა უნაი ემერის შეგირდებს ვერაფერი მოუხერხა და მატჩი უგოლოდ დაასრულა.

ამრიგად, უნაი ემერი ევროპა ლიგის ფინალში ამჯერად „ვილიარეალთან“ ერთად გავიდა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა