თეგებით ძიება
07. 05. 2021 სპორტი

ხოჭოლავას ტრავმა და შახტარის ანტი-რეკორდი - პირველად, 2007 წლის შემდეგ

უკრაინის პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ფარგლებში დონეცკის "შახტარი" ესტუმრა "მინაის" და აღნიშნული შეხვედრა დასრულდა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0.

მატჩის მე-20 წუთზე თეძოს ტრავმა მიიღო დონეცკელთა ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

უკრაინის პირველობის დასრულებამდე დარჩენილია ერთი ტური და ქართველი უკანახაზელი გუნდს ვეღარ დაეხმარება.

დონბასური გუნდი 51 ქულით არის მეორე ადგილზე და ლიდერ კიევის "დინამოსთან" (62 ქულა) ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენს.

როგორც ვხედავთ, ლუიშ კაშტრუს შეგირდებს ჩემპიონობის შანსი დაკარგული აქვთ უკვე დიდი ხანია და ამის გარდა, ეს გუნდი უკრაინის თასი 1/4 ფინალიდანაც გამოვარდა.

პირველად 2007 წლის შემდეგ, "შახტარი" სეზონს ასრულებს მინიმუმ ერთი ტიტულის გარეშე. აქვე დავამატებთ, დონეცკელთა სახელს მაქს ალეგრისა და ჯენარო გატუზოს უკავშირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა