თეგებით ძიება
10. 05. 2021 სპორტი

ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ითამაშებენ

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორ თამაშს გამართავს.

ტესტ-მატჩები სამხრეთ აფრიკაში 3 და 10 ივლისს გაიმართება.

17 ივლისს კი საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას უნდა უმასპინძლოს.

„სამხრეთ აფრიკელებმა ძალიან საინტერესო შეთავაზება გაგვიკეთეს. პანდემიის პირობებში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ფინალური მატჩის შემდეგ პირველი შეხვედრის ჩატარება ჩვენთან ისურვა, რაც ძალიან დიდი პატივია! ესაა ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობა, როგორც სპორტული, ასევე სხვა უამრავი კუთხით. ორმატჩიანი სერია შემოგვთავაზეს და პრაქტიკულად მაშინვე გადაწყდა, რომ ეს თამაშები შედგებოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკისა და მსოფლიო რაგბისგან იყო თხოვნა, რომ სანამ სრული კალენდარი არ შედგებოდა, ეს ინფორმაცია არ გაგვეჟღერებინა. გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიღებული იყო, თუმცა შეთანხმების პირობების დაცვა პირდაპირ აისახება ჩვენს რეპუტაციაზე და მას ვერ დავარღვევდით,“ - აცხადებს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდეტი, ნიკა ალავიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა