როგორ მოვიყვანოთ ცოლი? - ხრიკები და რჩევები
გარშემომყოფები ხშირად გისვამენ კითხვას - როდის მოიყვან ცოლს? თქვენც უკვე ფიქრობთ, რომ გვიანდება აღმაფრთოვანებელი სიყვარულის ისტორია, არ ჩანს თქვენი საოცნებო პრინცესა; იწყებთ უკვე დაოჯახებული მეგობრების რჩევების გათვალისწინებას; ცდილობთ გახვიდეთ გარეთ, მოწყდეთ სამსახურს, სახლს და „სადმე გადაეყაროთ“ ოცნების მეორე ნახევარს - ეს მხოლოდ თქვენი ისტორია არ არის. მსოფლიოში უამრავი კაცი სასურველი პარტნიორის ძებნას იწყებს, თუმცა ისმის კითხვა – სად?
ფსიქოლოგების აზრით მნიშვნელოვანია „პარტნიორის მოსაძებნი ადგილის“ სწორად შერჩევა, რადგან ხანმოკლე და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ადამიანები სხვადასხვა ადგილებში ეძებენ პარტნიორს. წარმოგიდგენთ ორივე მათგანს.
ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის პარტნიორებს ეძებენ:
სამსახურში, რელიგიური შეკრებების ადგილას, ფიტნეს ცენტრში, ყავის მაღაზიებში, მეზობლებთან, კონფერენციებზე, პარკებში…
ხანმოკლე ურთიერთობებისთვის პარტნიორებს ეძებენ:
ბარში, ღამის კლუბში, წვეულებაზე, სანაპიროზე, ქორწილში…
გამოკითხვებში მონაწილეობას იღებდნენ 18-დან 72 წლამდე ასაკის პირები.
ასევე გაითვალისწინეთ შემდეგი ხრიკები:
განაცხადეთ რასაც ეძებთ;
შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ თანამშრომლები, იარეთ მათთან ერთად კაფეებსა და რესტორნებში;
უყიდეთ ქალი სასმელი;
უთხარით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს კომპლიმენტები ხშირად;
იყიდეთ ძაღლი და ხშირად ასეირნეთ;
იარეთ ყოფილი კლასელების ან ჯგუფელების შეკრებებზე - შესაძლოა რომელიმე მათგანი დაქვრივდა;
ხშირად შეცვალეთ საცხოვრებელი ადგილი;
გაწევრიანდით მოგზაურთა კლუბებსა და სპორტულ გუნდებში;
დაესწარით სხვის ქორწილებ, იქნებ თქვენც მალე გაგიმართლოთ.