თეგებით ძიება

რას ნიშნავს გქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ? - Body Positivity

ამერიკელი ქალების დაახლოებით 91% უკმაყოფილოა საკუთარი სხეულის ფორმით და მხოლოდ 5% ფლობს იმ სხეულის სრულყოფილ ფორმას, რომელსაც ხშირად ვხვდებით მედიაში. იმავდროულად, მოძრაობა Body Positivity მიზნად ისახავს რეალური სხეულის პოპულარიზაციას. თუმცა ამ მოძრაობს, ხშირად მკაცრად აკრიტიკებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების მხრივ, როგორიცაა, მაგალითად, სიმსუქნე.

Body Positivity განმარტებით ნიშნავს საკუთარი სხეულის მიღებას
ტერმინი Body Positivity თავისთავად განისაზღვრება, როგორც იდეა, რომ ადამიანები კარგად უნდა გრძნობდნენ თავს საკუთარ სხეულში და ზომებისა თუ ფორმების მიუხედავად, მისით ამაყობდნენ. დღევანდელი ფორმით, მოძრაობა 2010-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ეს იყო პასუხი იმ სილამაზის სტანდარტებზე, რომლებსაც საზოგადოება აყალიბებს და ყველაზე ხშირად კი, ქალებს მიემართება.

რას ნიშნავს გქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ? - Body Positivity


გაუგებრობის მიზეზი არასწორი ინტერპრეტაციაა
თუ Body Positivity მხოლოდ ადამიანის სხეულის მიმღებლობას ეხება, რატომ ფიქრობს ბევრი ადამიანი, რომ ის სიმსუქნის პოპულარიზაციას ახდენს?



Body Positivity, როგორც მოძრაობა, საკმაოდ ახალია. ამრიგად, მას არ აქვს განსაზღვრების ერთიანი, კარგად დამკვიდრებული ინტერპრეტაცია. სხვადასხვა ადამიანმა შეიძლება ეს განსხვავებულად განმარტოს. სხეულის პოზიტიურობა შეიძლება მოიცავდეს ისეთ მნიშვნელობებს, როგორიცაა ”სხეულის დაფასება ნაკლოვანებების მიუხედავად”, ”თავდაჯერება საკუთარ სხეულში“ და ”სხეულის ფორმისა და ზომის მიღება”. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ განმარტებას ერთი საწყისი აქვს, არასწორი ინტერპრეტაციის ადგილი მაინც არსებობს.

Body Positivity არ არის ჭარბწონიანობის პოპულარიზაცია, მაგრამ რადგან სიმსუქნე სხეულის უარყოფითი სურათის ერთ-ერთი გამოხატულებაა, ის მის მიმღებლობასაც მოიცავს.


თუ არ დავაფასებთ სხეულის სხვადასხვა ფორმებს, ჩვენ შევქმნით საწინააღმდეგო მოძრაობას. ანუ თუ ჩვენ ხელს არ შევუწყობთ განსხვავებული სხეულის ფორმების მიმღებლობას, მაშინ აუცილებლად წავახალისებთ საზოგადოებაში არსებულ სილამაზის სტანდარტებს.

ეს სილამაზის სტანდარტები, უამრავ ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემას უკავშირდება. განსაკუთრებით კი ქალებსა და გარდატეხის ასაკის გოგონებში. მათ შორისაა სიმსუქნე, ანორექსია, ბულიმია, დეპრესია, გაზრდილი სტრესი, გულის პრობლემები და შფოთვა. იმის ცოდნა, რომ ამერიკელი ქალების 91% არ არის კმაყოფილი საკუთარი სხეულით, ნიშნავს, რომ Body Positivity ნამდვილად საჭირო მოძრაობაა.

პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ, არ გულისხმობს მხოლოდ ზედმეტი წონის მიმღებლობას
Body Positivity არ არის მხოლოდ ჭარბწონიანობის პოპულარიზაცია, რადგან ეს იდეა ეხება სხეულის მრავალი სხვა მახასიათებლის ნორმალიზებას. მოძრაობა მიზნად ისახავს სხეულის სხვადასხვა მახასიათებლების სტიგმატიზაციის შერბილებას, რომელსაც საზოგადოება სიმახინჯედ აღიქვამს, თუმცა, სინამდვილეში, ისინი ნორმალურია. მაგალითად, ნაწიბურები: იქნება ეს საკეისრო კვეთის ნაწიბური, თუ ქირურგიული ჩარევის შემდგომი ნაწიბური; სტრიები; ჭარბთმიანობა; ცელულიტი; გამონაყარი და ა.შ.

პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ, გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია. ზოგს ჭარბთმიანობისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგი კი კანის პრობლემებს უჩივის. ქალების უმრავლესობას, ცელულიტი და სტრია აქვს, რაც სრულიად ნორმალურია. სხეული ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც გამუდმებით იცვლება. არ არსებობს სხეულის კონკრეტული ფორმა, რომელიც ლამაზია ან კანის ფერი, რომელიც ყველაზე უკეთესია. თითოეული სხეული არის ლამაზი და განუმეორებელი. თითოეული სხეული იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს.

trend.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა