რატომ არ ჰყავთ გეიშებს ბადალი საწოლში - "ეგზოტიკური პეპლების" ვნებიანი ცხოვრება
გეიშა ულამაზეს ეგზოტიკურ პეპელას წააგავს - მომხიბვლელი, საიდუმლოებით მოცული. ერთი მხრივ - ნაზი და ქალური, მეორე მხრივ - ძლიერი და ამაყი.
გეიშასთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს მამაკაცის მოხიბვლა და მოჯადოება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; თუმცა მისი ცხოვრება არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. და მაინც, ვინ არის გეიშა?
• ყველასათვის, უფრო ზუსტად, თითქმის ყველასათვის ცნობილია, რომ გეიშა საკმაოდ მკაცრად არის შემოსილი. სხეული მაქსიმალურად აქვს დაფარული. თუმცა რამდენიმე სქელი სარტყელით შეკრული ულამაზ
ესი ქსოვილის მიღმა ეს მაცდური და ულამაზესი ქალი სრულიად შიშველია.
ეს მას მეტად სასურველს და მიმზიდველს ხდის. მაგალითად, როდესაც გეიშა სტუმარს ჩაით უმასპინძლდება, ლამაზ მაჯას გამოაჩენს, ვითომ შემთხვევით; ხანაც თავს ისე ოსტატურად და გრაციოზულად დაუკრავს, რომ მარმარილოსფერი ლამაზი კისერი გამოაჩინოს.
მამაკაცს სურვილი იპყრობს, კიდევ უფრო მეტი დაინახოს და შეიცნოს ამ იდუმალ ქალბატონში და მისი აზრებიც მხოლოდ ვნების ობიექტის გარშემო იყრის თავს.
• "ჭეშმარიტი გეიშა" და "ვულგარულობა" - ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. გეიშას შეუძლია იყოს ნაზი და თავდაჭერილი და იმავდროულად - გახსნილი და კადნიერიც კი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ავხორცი! მისი მთავარი დანიშნულება, პირველ რიგში, სულიერი ტკბობის მინიჭებაა და არა მამაკაცების საწოლში დაკმაყოფილება, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
რა თქმა უნდა, ინტიმი გეიშებთან კლიენტების ურთიერთობისას დიდ როლს თამაშობს, ოღონდ არა - მთავარს.
• გეიშა - ხორცშესხმული ხელოვნების ნიმუშია. გოგონებს, მომავალ გეიშებს, ადრეული ასაკიდან ასწავლიან ცეკვას და სიმღერას. მან უნდა შეძლოს მამაკაცის გართობა სრულყოფილ დონეზე, ისე, რომ ამ უკანასკნელს გული ყოველთვის მისკენ მიუწევდეს, სწორედ მასთან შეძლოს მოდუნება და ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს.
• გეიშა აუცილებლად განათლებული და ნაკითხი უნდა იყოს. ეს მას მოეთხოვება. ამიტომ გეიშები მუდმივად იღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა საკითხში, რათა მათთან საუბარი მოსაწყენი არ იყოს და ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოხატვა.
• გეიშას ურთიერთობა კლიენტებთან ხშირად მეგობრობაში გადადის. მისი მოვალეობაა სხვა ადამიანების ყურადღებით მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში ჭკვიანური რჩევის მიცემა. ასევე - სტუმრის განწყობის ამაღლებაზე ზრუნვა და დარდის გაქარვება.
• საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი გეიშასთვის ტაბუდადებულია. ის სამყაროს ყოველთვის დადებითად უნდა აღიქვამდეს, საკუთარი პრობლემების მიუხედავად.
• მამაკაცების მხრიდან ყურადღების და პატივისცემის შენარჩუნების მიზნით, ბრძენი გეიშა ცდილობს, თავი არ მოაბეზროს კაცს თავისი საზოგადოებით. ამიტომაც სხვადასხვა ღონისძიებაზე დიდხანს არასდროს ჩერდება.
• არსებობს გამონათქვამი: ნამდვილ გეიშას კაცის შეჩერება მხოლოდ მზერით შეუძლიაო. გეიშები ამ ხელოვნებას სრულყოფილად ფლობენ.
• ეს არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო არსება არასოდეს გამოააშკარავებს თავის შინაგან არსს და მამაკაცის თვალში მუდმივ გამოცანად რჩება, მიუწვდომელი და ამოუწურავი... გასაიდუმლოებულია როგორც გეიშას მაკიაჟის და ვარცხნილობის რიტუალი, ასევე, მისი ქცევის მოტივები და ჭეშმარიტი აზრებიც.
გეიშა არის იდუმალებით მოცული გენიალური ქმნილება. იდუმალება კი ქალის კიდევ ერთი იარაღია, რაც მამაკაცების მწველ ინტერესს იწვევს.
• საწოლში გეიშებს ბადალი არ ჰყავთ. მნიშვნელოვან როლს ამაში არაჩვეულებრივად განვითარებული ინტიმური კუნთები ასრულებს. შესაბამის ვარჯიშებს გეიშები რეგულარულად ასრულებენ.
აღსანიშნავია მათი მასაჟის ოსტატობა და ორალური სექსის ტექნიკა. გეიშასთვის სექსში აკრძალვები არ არსებობს. და თუ ვინმეს "გაუმართლებს" და გეიშას მგზნებარე მკლავებში აღმოჩნდება, თამამად აღიარებს, რომ ცოტა ხანს "სამოთხეში" იყო.
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "და ქალი"