თეგებით ძიება

21 დღე, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

დღე 1: დაწერეთ 5 რამ, რისი გაკეთებისაც ყოველთვის გეშინოდათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს რა არის შიშის მიზეზი და გვერდით მიუწერეთ. ასევე მონიშნეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: რა არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს? თუკი ამას გააკეთებდით, როგორ იგრძნობდი თავს? მოგვიანებით ეს ჩანაწერი ძალიან გამოგადგებათ.

დღე 2: გაეცით ნივთი, რომელიც აღარ გჭირდებათ ან გაუშვით ადამიანი, რომელთანაც გაურკვეველი ურთიერთობა გაკავშირებთ.

თუ ნამდვილად გსურთ საკუთარ თავს დაუპირისპირდეთ, მაშინ იფიქრეთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ადამიანზე, რომელიც ხელს გიშლით ზრდასა და გადაადგილებაში; ან თქვენზე უარყოფითად მოქმედებს; ან იმ მეგობარზე, ვისთანაც აღარ გაქვთ საერთო. დაიწყეთ მათთან დაშორება - მხოლოდ ფიქრიც კი საკმარისი იქნება, უბრალოდ ამ დღეს, გადადგით პირველი ნაბიჯი.

დღე 3: რა არის რისი თქმაც ყოველთვის გსურდათ, მაგრამ თავს იკავებდით? იქნებ კომპლიმენტის თქმა გსურდათ ან აბეზარი თანამშრომლისთვის შენიშვნის მიცემა. დღეს უბრალოდ თქვით ისეთი რამ, რისი მოსმენისაც კი გეშინოდათ.

დღე 4: გადაიღეთ ლამაზი ფოტო ან თუნდაც სელფი და ატვირთეთ სოციალურ ქსელში.

დღე 5: იყიდეთ ისეთი რამ, რისი ჩაცმაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით. ერთადერთი, ვინც ქმნის რაიმე წესს, თქვენ ხართ. ცხოვრებაში ერთხელ, გაბედეთ საკუთარი თავის გამოხატვა.

დღე 6: რისი მოთხოვნის გეშინიათ? სამსახურში დაწინაურება? სხვა პოზიციაზე გადასვლა? მეტი ყურადღებაა თქვენი მეგობრისგან? მეტი სითბო შეყვარებულისგან? მხარდაჭერა? დახმარება? რაც არ უნდა იყოს, დღესვე მოითხოვეთ. გახსოვდეთ, რომ ამის გამო, თქვენ არ ხართ ეგოისტი ადამიანი.

დღე 7: ისწავლეთ რამე ახალი: დარეგისტრირდით იმ კურსზე, რომლის გავლაზეც ყოველთვის ფიქრობდით; მოუსმინეთ იმ ლექციებს, რომლისთვისაც დრო ვერ გამონახეთ; დაიწყეთ საოცნებო ენის სწავლა ან გაამზადეთ ფავორიტი ნამცხვრის ყველაზე რთული რეცეპტი.

დღე 8: გადახედეთ დღე 1-ს და გააკეთეთ ერთ-ერთი მათგანი - ჰკითხეთ იმ ბიჭს ტელეფონის ნომერი; სცადეთ სკაიტზე დადომა; დაჯავშნეთ სოლო მოგზაურობა ბარსელონაში; თუ სიაში უფრო მსხვილი ჩამონათვალი გაქვთ, მაშინ დღეს დაიწყეთ ამის დაგეგმვა და დასახეთ თარიღი, როდესაც დაასრულებთ.

დღე 9: გიფიქრიათ თმის შეჭრაზე ან შეღებვაზე? გიფიქრიათ ტატუს გაკეთებაზე? არსებობს რაიმე სახის ცვლილება თქვენს გარეგნობაში, რომელის გაბედვაც ყოველთვის გსურდათ? ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორც პომადის ფერის მოსინჯვა. დღესვე წადით სალონში, იყიდეთ ახალი ტუჩსაცხი, ჩაეწერეთ ტატუს სპეციალისტთან ან პლასტიკურ ქირურგთან. გააკეთეთ ის, რაც გულის სიღრმეში, ყოველვის გინდოდათ.

დღე 10: დაწერეთ 20 რამ, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ საკუთარ თავში და დაწერეთ 20 რამ, რაც უნიკალურს გაგხდით.

დღე 11: გადადეთ ტელეფონი და დღე საკუთარ თავთან გაატარეთ: წადით სადილზე და კინოში მარტო; წადი ბარში მარტო; ისეირნეთ სანაპიროზე ან მოიწყეთ სპა საღამო. არჩევანი თქვენზეა.

დღე 12: დაიწყეთ საუბარი უცნობ ადამიანთან.

დღე 13: გადახედეთ დღე 1-ს და გააკეთეთ კიდევ ორი მათგანი. თუ სიაში უფრო მსხვილი ჩამონათვალი გაქვთ, მაშინ დღეს დაიწყეთ ამის დაგეგმვა და დასახეთ თარიღი, როდესაც დაასრულებთ.

დღე 14: ჩაიცვი ისეთი რამ, რაშიც თავს სექსუალურად გრძნობთ. იარეთ სახლში, ჩაიხედეთ სარკეში და აღფრთოვანდით საკუთარი თავით. დაწერეთ 7 რამ, რაც ყველაზე მეტად გიყვართ თქვენი გარეგნობაში. გადაიღეთ სურათები, მაშინაც კი, თუ ისინი მხოლოდ თქვენთვისაა.

დღე 15: დასალევად წადით იმ ადგილას, სადაც არასდროს ყოფილხართ და დაიწყეთ საუბარი სამ განსხვავებულ უცნობთან.

დღე 16: სთხოვეთ რჩევა იმ ადამიანის, ვინც აღგაფრთოვანებთ, თუნდაც მენტორს ან ხელმძღვანელს. ესაუბრეთ თქვენს მისწრაფებებზე, ვნებებსა თუ გრძელვადიან მიზნებზე და გაუზიარეთ ის, რისი სწავლაც გსურთ მათგან.

დღე 17: დღეს ივარჯიშეთ უარის თქმაზე. უარი თქვით იმ საქმეებზე, რისი გაკეთებაც არ გსურთ, დრო არ გაქვთ ან უბრალოდ არ არის თქვენი პასუხისმგებლობა. შეეცადეთ, ეს თქვენი ყოველდღიური ჩვევა გახდეს.

დღე 18: გადახედეთ დღე 1-ს და გააკეთეთ კიდევ ორი მათგანი. თუ სიაში უფრო მსხვილი ჩამონათვალი გაქვთ, მაშინ დღეს დაიწყეთ ამის დაგეგმვა და დასახეთ თარიღი, როდესაც დაასრულებთ.

დღის ბოლოს, თქვენს სიაში მხოლოდ 1 პუნქტი დარჩება მოსანიშნი. დაპირდით საკუთარ თავს, რომ ამ ყველაზე საშიშ საქმეს, „გამოწვევის“ დასრულებისთანავე დაუბრუნდებით.

დღე 19: არის რამე, რაც საკუთარ თავს ვერ პატიობთ? მისწერეთ წერილი საკუთარ თავს და მიიღეთ კუთვნილი მიტევება. ზუსტად ისევე, როგორც მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს პატიობთ ჩადენილ შეცდომებს.

დღე 20: დაწერეთ იმ საქმეების ჩამონათვალი, რომელთა გაკეთებაც გსურთ და იმ ადგილების სია, რომელთა დათვალიერებაც გსურთ შემდეგი წლის განმავლობაში. შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ ფინანსების მობილიზება. ამისთვის, მხოლოდ 1 ლარის გადადებაც კი საკმარისი იქნეა.

დღე 21: ესაუბრეთ იმ ადამიანს, პირსიპირ ან მეტაფორულად, ვინც ნამდვილად გული გაგიტეხათ. უთხარით რას გრძნობდით, რას განიცდიდით და როგორ გადალახეთ მათგან მიყენებული ტკივილი. ისაუბრეთ, გაიხსენეთ და დაინახეთ, თუ რამხელა გზა გამოიარეთ და თუ როგორ გაძლიერდით...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა