თეგებით ძიება

ბუნებრივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც წონას 2 კვირაში დაიკლებთ

ცნობილი ფაქტია, რომ თაფლისა და ვაშლის სიდრის ძმრის მიღება წონის კლებაში დაგეხმარებათ. ამ გზას გასახდომად უძველესი დროიდან მიმართავდნენ.

ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარს შეურიეთ 2 კოვზი ნატურალური თაფლი და ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით. სითხე ყოველ დილით დალიეთ და სასურველ შედეგსაც მალე მიიღებთ. ვაშლის ძმარი ცხიმის უჯრედებს წვავს და ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ბუნებრივი დეტოქსის საუკეთესო საშუალებაა. ამავდროულად კი, მწვანე ჩაი ძალიან ეფექტურია გასახდომად. მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები აძლიერებს მეტაბოლიზმს. შედეგად, ცხიმი იწვება, კოფეინი კი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, დღის განმავლობაში ენერგიასაც შეგმატებთ. წონის კლებისთვის მნიშვნელოვანია დღეში 2 ლ წყლის მიღებაც. დამატებით მწვანე ჩაის დალევა პრობლემად რომ არ გექცეთ და დღის განმავლობაში დამატებითი სითხის მიღება აირიდოთ, მწვანე ჩაი ტაბლეტების სახით მიიღეთ. ასევე ძალიან ეფექტურია მწვანე ჩაი მანგოსთან ერთად. ადგილობრივი კამერუნელები საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ აფრიკულ მანგოს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებების გამო. მწვანე ჩაი შავი ჩაისგან განსხვავებით, ნაკლებად განიცდის ოქსიდაციას და ფერმენტაციას, ხელს უწყობს წონის კორექციას და ცხიმოვანი უჯრედების წვას, აძლიერებს მეტაბოლიზმსა და ნივთიერებათა ცვლას.

წითელი წიწაკა
თუ თქვენ წონაში ძალიან სწრაფად კლება გინდათ, წითელი წიწაკა დაგეხმარებათ. მისი აქტიური ნივთიერება კაპსაესინი, რომელიც წიწაკას ცხარეს ხდის, არეგულირებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს მადას. ერთი ჩაის კოვზი მწარე წიწაკით შეიძლება გააკეთოთ ჩაი ან უბრალოდ მოაყარეთ საჭმელს, რომელსაც დღის განმავლობაში მიირთმევთ.

ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი დეტოქსის ბუნებრივი საშუალებებიდან საუკეთესოა. ის ამცირებს ცხიმის უჯრედებს. უმჯობესია ლიმონის წვენი უზმოზე მიირთვათ. მისი მომზადება კი ძალიან მარტივია. გამოწურეთ ერთი დიდი ზომის ლიმონი და ერთ ჭიქა წყალს შეურიეთ.

კონჯაკის ბოლქვი, სელის თესლი
გახდომის პროცესში მნიშვნელოვანია მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც ნაკლებად კალორიულია და მარტივად იწვევს ნაყროვანებას. მაგალითად, ასეთია სელის თესლი, ჩიას თესლი, რომლითაც შეგიძლიათ გააკეთოთ სმუზი საუზმისთვის ან უბრალოდ აურიოთ იოგურტში. კუჭში მოხვედრის შემდეგ ის მნიშვნელოვნად იზრდება ზომაში და შიმშილის გრძნობას აქრობს.

შავი შოკოლადი
თუ თქვენ უკვე შეადგინეთ წონის კლების დროს აკრძალული საკვების სია, მასში შოკოლადი აუცილებლად მოხვდებოდა. მაგრამ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს, შავი შოკოლადი არათუ წონის მატებას არ იწვევს, არამედ მის კლებაშიც დაგეხმარებათ. კვირაში სამჯერ მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის მიღება ინსულინის რეზისტენტობას შეაფერხებს, შედეგად კი ჭამის სურვილი შეგიმცირდებათ.

კეტოდიეტა
თითოეული ზემოთ დასახელებული პროდუქტი დიეტის გარეშე სწრაფად და ეფექტურად კლებაში დაგეხმარებათ. თუმცა, თუ თქვენ თვეში 10-15 კგ-ის დაკლება გსურთ, მაშინ რეკომენდებულია კეტოდიეტა დაიცვათ. კეტოგენური დიეტა დაბალნახშირწყლოვანი და მაღალცხიმოვანი დიეტაა. იგი გულისხმობს ნახშირწყლების მოხმარების მკვეთრად შემცირებასა და მათი ცხიმებით ჩანაცვლებას.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, შეიძლება გახდეთ, მაგრამ სხეული ფორმას დაკარგავს და მოდუნდება. აუცილებელი არაა, ფიტნესდარბაზში იაროთ. შეგიძლიათ ივარჯიშოთ სახლში, რისთვისაც გამოიყენებთ ვიდეოინსტრუქციებს ან უბრალოდ, ბევრი იაროთ ფეხით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა