პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს პროცესში 150 დეპუტატის მონაწილეობას - კახა კუჭავა
პარლამენტში უნდა ისმოდეს ამომრჩევლის ხმა, საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში ვიზიტს მართავს.
მისი თქმით, პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში.
„საქართველოს ამბიციური გეგმების განსახორციელებლად სჭირდება პარლამენტი, რომელიც სრულფასოვნად იმუშავებს. პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა ამომრჩევლის ხმა და ეს ნიშნავს 150 დეპუტატის მონაწილეობას ამ პროცესში. ვიმედოვნებ ამასაც მალე მივაღწევთ და ქართველი ხალხი, ჩვენი პარტნიორები იხილავენ შევსებულ 150 ადგილს პარლამენტში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.