შალვა პაპუაშვილი - „ევროპული საქართველო“, როგორც პარტია აღარ არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს.
მისი თქმით, პარლამენტში შეუსვლელობის გადაწყვეტილებით, „ევროპულმა საქართველომ“ დაამტკიცა, რომ „ეს არის რადიკალური პარტია, რომელმაც სრულად მარგინალიზება გადაწყვიტა“.
,,მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ დემოკრატიული პროცესების მონაწილე და გაემიჯნენ დემოკრატიას. შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც ამ პარტიის მიმართ. ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, მათთან ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე. „ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ეს არის ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. პარტიის წევრების თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია.