მამაკაცების საყვარელი 11 მოქმედება (სექსის დროს და ზოგადად)
მამაკაცები თავიანთ საიდუმლოს გვიზიარებენ: გადახედე მათ და შენს პარტნიორთან მეტად თავდაჯერებული იქნები.
11. ნება დართე, იყოს დომინანტი
ქალების უმეტესობას საწოლში თავიანთი უნარების წარმოჩენა უყვართ. თუმცა გახსოვდეს: სიამოვნებას მხოლოდ მამაკაცები არ იმსახურებენ. ამიტომაც, საჭიროა ეს პასუხისმგებლობა მასაც მიანდო — როგორც თავად აცხადებენ, ეს მათთვის ყველაზე სასიამოვნო გამოწვევაა.
10. გაახანგრძლივე შესავალი
გახსოვდეს: შესავალი საწოლში არ იწყება — მისი განუყოფელი ნაწილია შეხვედრა, მესიჯობა და საუბარი. მაშინ კი, როდესაც სიახლოვის მომენტი დადგება, შეეხე ყველგან, გარდა მთავარი ადგილისა, რაც საბოლოო ჯამში სასიამოვნო სიურპრიზის ეფექტს განაპირობებს.
9. მიმართე დესერტის ხრიკს
ეროტიული ჟანრის ფილმებში ყოველთვის უკავია საძინებელში საპატიო ადგილი ნაყინს, შოკოლადის კრემს და სუშისაც კი. გვერწმუნე, ასეთი ფანტაზიები დროდადრო ყველა მამაკაცს აწუხებს, რატომ არ უნდა გამოიყენო ფილმებით მიღებული გამოციდლება?
8. ყველას თავისი G-Spot-ი აქვს
მხოლოდ შენ არ აფასებ პარტნიორის თითების რესურსებს, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენი შეხება მასაც ძალიან მოსწონს? პატარა მინიშნებასაც მოგცემთ: მამაკაცის G-Spot-ი ანუსის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
7. დაათვალიერებინე შენი სათამაშოები
თუ პარტნიორთან ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობა გაქვს, სქესობრივ ცხოვრებაში ხანდახან სათამაშოების ჩართვაც კარგი აზრია (თუმცა არა პირველ პაემანზე — როდესაც სიუჟეტში ხელბორკილები, თვალების ასახვევი, შარფები და სხვა მაცდუნებელი ნივთები შემოდის, მამაკაცების წარმოსახვა ყველანაირ ზღვარს სცდება.
6. შეეხე საკუთარ თავს
ეს მოძრაობა მამაკაცებს როგორც საწოლში, ასევე მის გარეთაც მოსწონთ: მათ საოცრად აღაგზნებთ ფაქტი, რომ საკუთარი თავის დაკმაყოფილება დამოუკიდებლადაც შეგიძლია, რაც ერთგვარად მისი ციფრული ფანტაზიების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის ტოლფასია, რადგანაც ამ მომენტებს პორნოს ყურებასთან აიგივებენ.
5. ყოველთვის ნუ გაართულებ
ხანგრძლივი ურთიერთობის ხიბლი ისაა, რომ სხვადასხვანაირი სექსის ფუფუნება გაქვს. ამიტომაც 3-საათიან შესავალს ყოველთვის ნუ მიმართავ, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება. იმოქმედე მარტივად — მოჰკიდე ხელი პერანგის საყელოზე და საწოლისკენ წაიყვანე.
4. ადგილმდებარეობას მართლაც აქვს მნიშვნელობა
გინახავს პორნო, სადაც სიუჟეტი მხოლოდ საძინებელში ვითარდება? მიბაძე მას! მოულოდნელ ადგილებში სექსი თქვენს სქესობრივ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს!
3. დიახ, უყურე პორნოს
ალბათ გაგიკვირდა, ეს რაში მჭირდებაო. მშვენივრად მოგეხსენება, რომ მას მამაკაცები ხშირად უყურებენ. იმას ნამდვილად არ გაიძულებთ, პორნოვარსკვლავები განასახიერო, თუმცა რამდენიმე სასარგებლო სვლას ნამდვილად ისწავლი — თანაც, სცადე, ეს შენს პარტნიორთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გააკეთო და ცდუნებაც გარანტირებული გაქვს!
2. სტრიპტიზი ხელოვნებაა
ყოველ საღამოს ერთი და იგივე ძალიან მოსაწყენია — კოცნა, ტანსაცმლის გახდა, ლოგინში ჩაწოლა და ამოჩემებული პოზა. შეიტანე ურთიერთობაში სიახლე! თანაც, ცეკვის დროს არ მისცე უფლება, შეგეხოს. პირველად თავად შეეხე, მხოლოდ მაშინ, როდესაც მუსიკა დამთავრდება.
1. გააკვირვე სასიამოვნოდ
თუ იცი, რომ მძიმე დღე ჰქონდა და სახლში დაღლილი ბრუნდება, საძინებლამდე ნაკვალევი დატოვე, რომ მას გამოჰყვეს: დაყარე იატაკზე ტანსაცმელი და საცვლები. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ჩაგეძინოს მის ლოდინში.
trend.ge