მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქვეყანაში ჩამოსვლას აანონსებს.
მისი ჩამოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობენ ენმ-ს წევრებიც. პარტიის წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის თქმით, სააკაშვილის მმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, მისი დაბრუნება კი ტექნიკური ძვრების დასაწყისი იქნება ქართულ პოლიტიკაში:
"ყველასათვის ეს არის სასაცილო და ყველამ ცხადად ისიც, რომ აქ არის არა რაიმე კრიმინალი, არამედ არის პირდაპირ ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკური დევნისათვის საქართველოს პრეზიდენტზე. ეს არის საკმარისის საფუძველი, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, ისევე, როგორც ქართულმა საზოგადოებამ იფიქროს, რომ ასე ადამიანების გამორიცხვით, პოლიტიკიდან გარიყვით ხელოვნურად და ძალადობრივად, პრობლემა ვერ გადაიჭრება. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება უმნიშვნელოვანესი მართლა, ტექნიკური ძვრების დასაწყისი ქართულ პოლიტიკაში. თუ ხელოვნურად შევეცდებით იზოლირებას ასეთი ადამიანის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სტაბილურობა", - აცხადებს წიკლაური.
წყარო:newposts.ge