თეგებით ძიება

იუსტიციის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა და თურქეთის ელჩმა განაცხადეს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ფატმა ჯერენ იაზგანს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობისათვის იუსტიციის სფეროში.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის უფრო ფართო პოტენციალი არსებობს, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით. მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის შემუშავების შესახებ.

როგორც შეხვედრის შემდეგ თურქეთის ელჩმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შერბილების და ორმხრივი ვიზიტების აღდგენის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება როგორც საექსპერტო, ისე - პოლიტიკურ დონეზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა