თეგებით ძიება

ადგილობრივ არჩევნებზე ივანიშვილი არ გააჭაჭანებს გახარიას - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელმაც მმართველი გუნდი საკმაოდ ხმაურიანად დატოვა და ახალი პარტიის შექმნა დააანონსა, "ქართული ოცნების" ექსლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, არ მისცემს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას, რათა მან არ წაართვას ხმები ხელისუფლებას.

"გახარია კი არის ფლანგზე "ქართული ოცნების" ოპოზიციაში, მაგრამ ის მეორე მედალია ივანიშვილის და არავის ეპარება ეჭვი, რომ რამე რომ იყოს, ისინი შეკრავენ კოალიციას და ეჭვი არავის ეპარება, რომ გახარია იქნება ივანიშვილის მორჩილი.

მეორე საკითხიცაა, თუ გახარიამ მონაწილეობა მიიღო თვითმმართველობის არჩევნებში, აუცილებლად ჩამოაკლდება ხმები "ქართულ ოცნებას". ჩემი პირადი პროგნოზია, რომ ივანიშვილი თითს დაუქნევს გახარიას და ის არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.

ვფიქრობ, პარტიას ჩამოაყალიბებს, მაგრამ იტყვის, რომ ელოდება მომავალ არჩევნებს, რიგგარეშე იქნება თუ სხვა, რადგამ ართმევს ხმებს "ოცნებას", რასაც არ დაუშვებს ახლა ივანიშვილი, არ მისცემს ამის უფლებას, რადგან ნიშნავს, რომ 43%-ის თემა იქნება ძალიან მტკივნეული. "ქართულ ოცნებას" მოუწევს თითოეული ხმისთვის და პრიოცენტისთვის ბრძოლას და არ გააჭაჭანებს გახარიას არა ოპოზიციის, არამედ ხმების წართმევის ფლანგზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ რადიო "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში, "დროული დიალიოგი".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა