თეგებით ძიება

შემიძლია დავიტრაბახო, თბილისს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი

შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავტობუსების ტენდერზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მისცენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.

"თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც თბილისს. ჩვენი დაპირებაც იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მივცეთ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისად, ეს რეფორმა წამოწყებულია, რომ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა