თეგებით ძიება

G წერტილი: მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესება სურს (18+)

G წერტილის არსებობა და ფუნქციები ბევრისთვის საიდუმლოებითაა მოცული. ნამდვილად არსებობს თუ არა? სად მდებარეობს? როგორ ვიპოვოთ? და საერთოდ, რა არის G წერტილი? - ზოგი ამბობს, რომ G წერტილი უბრალოდ მითია, მეცნიერები კი თვლიან, რომ ის ნამდვილად არსებობს და მისი პოვნა შესაძლებელია.

G წერტილს სახელი მისი აღმომჩენის, მეცნიერ გრაფენბერგის პატივსაცემად მიენიჭა. ეს ეროგენული ზონაა, რომელიც საშოს წინა კედელზე მდებარეობს და დაფარულია თხელი, მგრძნობიარე ქსოვილით. შეხებისას ფართოვდება და გჩუქნის სიამოვნების შეგრძნებას.

ქალის ეროგენული ზონებისა და ლიბიდოს შესახებ ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ დამფუძნებელი, მეან-გინეკოლოგი ეკა დარასელია გაგვესაუბრა:

არსებობს თუ არა ვაგინალური ორგაზმი და G წერტილი?
- მოგეხსენებათ, რომ ეროგენული ზონები გვაქვს მთელ სხეულზე. ქალის სასქესო ორგანოზე განთავსებულია: კლიტორი, G წერტილი, საშოს 1/3 (ყველაზე ვიწრო ნაწილი შესასვლელიდან 3-4 სმ-ზე), ვულვა და მცირე სასირცხვო ბაგეები, რომლებიც ეროგენულ მანჟეტს ქმნიან. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ორგაზმის 75% არის კლიტორული. ქალის მთავარი ეროგენული ზონა არის კლიტორი. პენეტრაციის დროს, როდესაც არ ხდება კლიტორზე ზემოქმედება, ბიძგებისა და რხევების მეშვეობით ხდება „კლიტორის ფეხების“ ნერვული დაბოლოებების სტიმულირება, იმპულსები გადაეცემა კლიტორს და ირიბი გზით მიიღწევა ორგაზმი. G წერტილიც ეროგენული ზონაა და მისი სტიმულირებისას ასევე ხდება იმპულსების გადაცემა. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ეროგენული ზონა თანაბრად აქტიური გვქონდეს. ყველა ქალის შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგს G წერტილი უფრო მეტად აქვს განვითარებული, ზოგს - რომელიმე სხვა.

შესაძლებელია G წერტილის გააქტიურება?
- G წერტილის გააქტიურება შესაძლებელია აუგემენტაციაზე ფილერის მეშვეობით. პროცედურის დაწყებამდე ხდება ამ ეროგენულის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ის შეიძლება არ მდებარეობდეს ცენტრალურ ადგილას და იყოს ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივ. ან საერთოდაც არ მოიძებნოს, რადგან არ იყოს მასში საკმარისი რაოდენობის ნერვული დაბოლოებების ერთობლიობა.

ყოველი სექსუალური აქტისას უნდა დადგეს თუ არა ორგაზმი და როგორ განვსაზღვროთ, რამდენად ჯანმრთელი სექსუალური ცხოვრება გვაქვს?
სექსოლოგიაში, თუ სექსუალური აქტის 70% შემთხვევაში მთავრდება ორგაზმით, ქალი ითვლება ტემპერამენტიანად. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ქალების 75-80% შემთხვევაში, 3-5 სექსუალური აქტიდან მხოლოდ ერთი მთავრდება ქალის ორგაზმით. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

რასაკმარისი პრელუდია;
სექსის დროს კლიტორზე არ ხდება არანაირი ზემოქმედება;
სექსუალური აქტის დროს ქალს უჭირს ფსიქოლოგიურად მოდუნება. ის არის დაძაბული; კომპლექსები.

რაც შეეხება ნორმას, ქალისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი რომ იყოს ინტიმური ურთიერთობა, სულაც არ არის აუცილებელი, მან სექსის დროს მიაღწიოს ორგაზმს.

რა არის იმის მიზეზი, რომ ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცების ორგაზმის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია?
- მამაკაცის მთავარი ეროგენული ზონა განთავსებულია ასოს თავზე და სექსუალური აქტის დროს ის თვითონ ახდენს მის სტიმულირებას. მამაკაცი თავად წყვეტს, რამდენ ხანს გაგრძელდება აქტი.

რა არის ესთეტიკური გინეკოლოგია?
- ესთეტიკური გინეკოლოგია მუშაობს ქალის სექსუალური ენერგეტიკის გაუმჯობესებაზე და იმაზე, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში იყოს სექსუალურად აქტიური.

რა იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას?
- ფრიგიდული ქალი თითქმის არ არსებობს. ჰორმონების მეფე, რომელიც უზრუნველყოფს ლიბიდოს ხარისხს და აღგზნებას, არის ესტრადიონი. თუ მისი რაოდენობა სისხლში საკმარისია, ქალს უჩნდება ე.წ. მინდას სურვილი. ასევე, გამოსაკვლევია სხვა ჰორმონების სტატუსიც.

არსებობს შემთხვევა, როდესაც ქალს არ ან ვერ ექნება ორგაზმი?
- მქონია რამდენიმე მსგავსი შემთხვევა. გამოკვლევებმა არ აჩვენა დარღვევები. შევამოწმე სასქესო ორგანოების მგრძნობელობა და იყო ნული. ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს პოდენდალური ნერვის დაზიანება.

რა არის ოშოტის პროცედურა?
- ოშოტის პროცედურის დროს შეგვყავს ფილერი ეროგენულ ზონებში. შედეგად ხდება ამ ზონების ე.წ. მოშიშვლება და შედეგად, მატულობს მგრძნობელობა.

დაბოლოს, რას ურჩევდით ქალბატონებს?
- ქალებს, რომლებიც სექსუალური აქტის დროს დაძაბულები არიან და უჭირთ მოდუნება, ვურჩევდი, რომ ჰქონდეთ დაგეგმილი აქტი და არა სპონტანური. სპორტიც ძალიან კარგი გამოსავალია. ასევე კარგია არაბული ცეკვები. აუმჯობესებს მცირე მენჯის ორგანოების სისხლის მიმოქცევას და ტონუსში მოჰყავს კუნთები. ქალებს ადვილად შეუძლიათ აღგზნება.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა