წელის ტკივილის 5 უჩვეულო მიზეზი - თქვენ მარტო არ ხართ!
1. თქვენ ატარებთ მჭიდრო ქვედაბოლოსა და მაღალ ქუსლებს
მიუხედავად იმისა, რომ ფანქრის სილუეტის კაბები ძალიან ტრენდულია, შესაძლოა წელის ტკივილის მიზეზი გახდეს. ის ზღუდავს თქვენი წელის მოძრაობას და შედეგად, ზრდის ხერხემალზე დატვირთვას. იგივე ხდება, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემთხვევაშიც: ფეხის არაბუნებრივი სიმაღლის გამო, ზედმეტად იტვირთება ზურგის კუნთები. იმისათვის, რომ ბოლომდე ისიამოვნოთ ტანსაცმლით, უპირატესობა მიანიჭეთ განიერ კაბებსა და საშუალო სიმაღლის ქუსლებს.
2. თქვენ ხშირად სვამთ გაზიან სასმელს
გაზიანი და შაქრიანი სასმლის მიღება იწვევს თირკმლებში ქვების დაგროვებას, რამაც შესაძლოა, ზურგის მიდამოში ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. ამასთან, გაზიანი სასმელი ხელს უწყობს გაზების წარმოქმნას საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ეს კი, ზრდის ხერხემალზე ზეწოლას.
3. თქვენ დასტრესილი ხართ
როდესაც თქვენი სხეული ათავისუფლებს სტრესის ჰორმონებს, ეს ავტომატურად იწვევს კუნთების დაჭიმვას. კუნთების დაძაბულობა კი, თავის მხრივ, იწვევს კისრის, მხრების და ზურგის მტკივნეულ შეგრძნებებს.
4. თქვენ არასწორად ბალიშზე გძინავთ
ბალიშების უმრავლესობა, თქვენს თავს არაბუნებრივ მდგომარეობაში აფიქსირებს და უარყოფითად ზემოქმედებს კისერზე და ხერხემალზე. თუ ვერ წარმოგიდგენიათ მის გარეშე დაძინება, იპოვნეთ ისეთი ბალიში, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენი თავის ზომას.
5. თქვენ საწოლში კითხულობთ
ძილის წინ, რამდენიმე გვერდის წაკითხვის ჩვევა, ძალიან ხშირად, მხრებისა და ზურგის დაჭიმვის მიზეზია. თუ ძილის წინ წიგნის კითხვა დატვირთული დღის შემდეგ დასვენებაში გეხმარებათ, მაშინ არჩევანი მყარი საზურგის მქონე სავარძელზე შეაჩერეთ.