თეგებით ძიება

რა პრობლემებს იწვევს ვარჯიშისა და სირბილის დროს ნაჭრის ნიღბის გამოყენება

ახალი კვლევის მიხედვით ნაჭრის ნიღბები ვარჯიშის დროს ზღუდავს ფიზიკურ შესაძლებლობებს. ამ დროს გულისცემის სიხშირე მწვავდება და ჟანგბადის მიღება ეცემა.

კვლევის თანახმად, სირბილის დროს ისინი, ვინც ნაჭრის ნიღბებს ატარებენ, თავს კლაუსტროფობიულად გრძნობენ, რადგან საკმარისს ჟანგბადს ვერ იღებენ.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები ვინც სირბილის დროს ნაჭრის ნიღაბს იყენებენ, უფრო ნაკლები მანძილის გარბენა შეუძლიათ, ვიდრე სამედიცინო ნიღაბის მქონე პირები.

აღნიშნული კვლევა ბრიტანეთში, სპორტული მედიცინის ჟურნალში (BJSM) გამოქვეყნდა.

ჟურნალის დასკვნები ეყრდნობა დაკვირვებას, რომელიც ჩატარდა 18-დან 29 წლლამდე 31 ჯანმრთელი მოზარდის
ვარჯიშის დროს.
სპორტსმენების თქმით, ნაჭრის ნიღბის გამოყენებისას ვარჯიშის დროს ჰქონდათ დახრჩობის, შფოთვის, კლაუსტროფობიის შეგრძნება.

მკვლევარების თქმით, ჯერჯერობით უცნობია ნაჭრის ნიღბის ტარება გარდა ვარჯიშის ინტენსივობის შემცირებისა, იწვევს თუ არა უფრო სერიოზულ პრობლემას, როგორიცაა გულსისხლძარღვთა ნორმალური ფუნქციონირება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქუჩაში თუ დარბაზში საკუთარ მოქალაქეებს ნაჭრის ნიღბის ტარებას არ ურჩევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა