40-ს გადააბიჯეთ? ეს სტატია აუცილებლად დაგაინტერესებთ - როგორ იცვლება კვების რაციონი ასაკთან ერთად?
ასაკის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება კვების რაციონის კონტროლი, რაც მხოლოდ წონის მატებისგან თავდაცვით არაა განპირობებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს გამოგადგებათ:
მეტი ცილები
ცილები კვების რაციონში ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაზარდოთ, ვინაიდან ის აუცილებელია ორგანიზმისთვის. 35 წლის შემდეგ 0.8 გრამი ცილა უნდა მიიღოთ თქვენი წონის მიხედვით, ხოლო 60-ის შემდეგ 1-1,2 გრამამდე უნდა გაზარდოთ.
ცილები - ეს არამარტო ხორცპროდუქტები, რძე
და ზღვის პროდუქტებია; ბევრ ცილას შეიცავს ნუში, კვერცხი და სპეციალური კოქტეილები.
ნაკლები კალორიები
ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლიზმი უფრო შენელებულ პროცესში მიმდინარეობს. ამიტომ აუცილებელია ორგანიზმისთვის კვების რაციონის შეცვლა. 40 წლის შემდეგ კალორიების რაოდენობა 10%-ით უნდა შემცირდეს.
არ არის აუცილებელი, ყველაფერზე ერთდროულად თქვათ უარი. დაიწყეთ ბუტერბროდებში კარაქის შემცველობის შემცირებით. ასევე უმჯობესია, ყავაში შაქრის რაოდენობა ერთი კოვზით შეამციროთ.
ვიტამინი В12
ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით რთულდება საკვები პროდუქტებიდან სასარგებლო ვიტამინების მიღება. ადამიანს დღიურ რაციონში 2,14 მილიგრამი ვიტამინი В12 ესაჭიროება, რომელიც პასუხისმგებელია ნერვულ სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე.
ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები მდიდარია ამ ვიტამინებით. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ჩასვათ კვების რაციონში.
კალცი და D ვიტამინი
ეს ორი ელემენტი პასუხისმგებელია ძვლების სიმტკიცესა და ჯანმრთელობაზე. 50 წლამდე აუცილებელია 1000 მილიგრამი კალცი და 600 მილიგრამი D ვიტამინი დღიურ რაციონში, ხოლო 50-ის შემდეგ აუცილებელია მოცემული ციფრების გაორმაგება, რაშიც დაგეხმარებათ ძროხის რძე და თევზის მეტი ცხიმიანობის შემცველი სახეობა.
წყალი
ყველა ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის ყველაზე აუცილებელი უდავოდ წყალია. წლების მატებასთან ერთად თირკმელები უფრო მეტად „აკავებენ“ ორგანიზმში წყლის ცირკულაციას. შესაბამისად, უნდა გაზარდოთ მისი მიღება დღის განმავლობაში. თუკი ბევრ ძალისხმევასთანაა ეს პროცესი დაკავშირებული, შეგიძლიათ რომელიმე ციტრუსის პატარა ნაჭერი ჩააგდოთ ჭიქაში და ისე დალიოთ.