თეგებით ძიება

„წლების წინ სპერმა გავყინე, შვილი თუ მენდომება, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ“ - კესარია აბრამიძე

პირველმა ტრანსგენდერმა ქართველმა ქალმა კესარია აბრამიძემ მაია ასათიანის გადაცემა „პროფილში“ მისი საქმრო პირველად გამოაჩინა.

მამაკაცის ვინაობა ეთერში არ დაუკონკრეტებია, თუმცა, აშკარად ჩანდა, რომ მისი რჩეული ქართველი არ გახლავთ და მამაკაცი სხვა ეროვნებისაა. რეპორტაჟში, სადაც ის კესარიას საწოლში აღვიძებს და ყავას სთავაზობს, ჩანდა, რომ ისინი რუსულ ენაზე საუბრობენ.

აქვე კესარიამ ისაუბრა იმ ურთულეს ოპერაციაზე, რაც მის ქალად გადასაკეთებლად გაკეთდა. კესარია ამბობს, რომ პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის.

„სიცარიელის განცდა დამრჩა. ახალი ფიზიოლოგიით, უცებ დაუცველობის შეგრძნება დამეუფლა. თითქოს, მთელი შენი სიძლიერე გამოგაცალეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე იყო. მამაჩემი ხშირად მირეკავდა, მაგრამ ვერ ვპასუხობდი, ისე ემოციურად ვიყავი. მან სულ იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა და ოპერაციას გავიკეთებდი. ახლა ტვინითაც და სხეულითაც მთლიანად ქალი ვარ.

რაც შეეხება შვილის საკითხს, რომ გითხრათ, გადარეული ვარ და შვილი მინდა, მოგატყუებთ, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა მიფიქრია ამაზეც. წლების წინ ჩემი ბიოლოგიური მასალა (სპერმა) გავყინე და შევინახე საიმისოდ, რომ თუ მომინდებოდა, არანაირი პრობლემა არ იქნება, შვილი მყავდეს. მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ ამაზე, “ - აღნიშნავს კესარია აბრამიძე.

„ახლა უკვე დაბადების მოწმობაში სქესი მდედრობითი მიწერია და თავისუფლად შემეძლება მამაკაცზე დავქორწინდე. ალბათ ეკლესიაში ჯვრისწერაზეც არ მეტყვიან უარს და ჯვარს დამწერენ. რავიცი, რატომ არ უნდა დამწერონ?... გათხოვილი ბევრჯერ ვყოფილვარ და ახლაც ვაპირებ. მაგრამ სახლიდან არაფერს (მზითევს) არ წავიღებ. ისე გადავდივარ ხოლმე და ყველაფერს სახლში ვტოვებ. ოფიციალურად არ ვყოფილვარ აქამდე გათხოვილი, მაგრამ სამი წელი და რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობ, ეს უკვე ოჯახია, “ - ამბობს კესარია.

კესარია აბრამიძე პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა