თეგებით ძიება

რაღაცაზე ხელი დამეჭირა და „ფეისბუქზე“ დაეწერა, რომ დავქორწინდი – რას ამბობს ელისო ბოლქვაძე

უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა განმარტება, როგორ აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ მის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე წერწერა – got married, რომელიც სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა.

„ძალიან სასაცილო თემაა ეს, „ფეისბუქში“ შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი „სეთინგებში“ მაინტერესებდა რაღაცეები, შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი და ეს იყო got married (დაქორწინდა) და ეს იყო ზუსტად 10-15 წუთი.

ამაზე მთელი თემა დაიწერა, გადაცემები მიეძღვნა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით თუ ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა.

არ ვიცი რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ „ტვ პირველთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა