თეგებით ძიება

შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ რუჯის მიღება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „ქრონიკასთან“ განმარტავს შეიძლება თუ არა აცრის შემდეგ რუჯის მიღება.

„ვაქცინაციის წინ და ვაქცინაციის შემდგომ, არ არსებობს რაიმე პროცედურა ან რაიმე ყოველდღიური ქცევა, რომელიც უნდა შეიცვალოს. აბსოლუტურად არაფერი. თუ ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენა განვითარდა, ვთქვათ ტემპერატურული სახით, რა საკვირველია ამ დროს ადამიანი რუჯზე ან სოლარიუმში არ უნდა წავიდეს და აუცილებლად სახლის პირობებში უნდა იყოს, მშვიდ და მოსვენებულ მდგომარეობაში.

თუ ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ საგაზაფხულო ალერგიულ პროდუქტს დიდი რაოდენობით მიირთმევს და ალერგიული პროცესის პროვოცირებას ამით ხელს შეუწყობს, გაუჭირდება ექიმს იმის განსაზღვრა ეს კვებისმიერი რეაქციაა თუ ვაქცინისმიერი. ამიტომ, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ნუ მიეძალებიან დიდი რაოდენობით კენკროვან ხილს, ციტრუსებს, ალკოჰოლს, რათა არ მოხდეს ზედდება ალერგიული რეაქციების, თორემ ეს ვაქცინასთან არანაირი წინაღობა არ არის.

იგივე ეხება მზესა და სოლარიუმს. არც ისე იშვიათად, არიან პაციენტები, რომელთაც მზეზე ექსპოზიციიდან რამდენიმე საათში გამონაყარი ეწყებათ. ვაქცინაციის შემდეგ მზეზე მიფიცხება ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, რომ აქაც ზედდება არ მოხდეს“, - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა