პირველი ღამე: მსოფლიოს ხალხთა უჩვეულო საქორწინო ტრადიციები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ
მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და თავისებურად უნიკალურია. თითოეულ მათგანს გააჩნია უჩვეულო ტრადიციები და წეს - ჩვეულებები, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ უცხო და გაუგებარია, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს დამეთანმხებით, რომ მაინც სხვა ერების საქორწილო რიტუალები და წეს - ჩვეულებები იწვევს. ზოგიერთი ადათ-წესი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გვექნება საუბარი, შეიძლება სიველურედაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ფაქტია რომ ეს მათ ნაკლებად საინტერესოს ნამდვილად არ ხდის.
ბაჰუტუს ტომი, რუანდა
ახალდაქორწინებულები ვალდებულები არიან პირველ საქორწინო ღამემდე ერთმანეთი სცემონ. ამასთან, არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც მეუღლეები ერთმანეთისთვის აწესებენ: თუ ცოლი სახლში მეუღლისთვის რაიმე ნივთის სროლას გადაწყვეტს, ეს მან უსიტყვოდ უნდა აიტანოს. ითვლება, რომ ამ საკმაოდ უცნაური ფორმით მეუღლეები ოჯახის ნეგატიური ემოციისგან თავისუფლდებიან.
ბერბერები, ჩრდილოეთ აფრიკა
ბერბერები ეგვიპტის საზღვრების დასავლეთით ცხოვრობენ. ქორწილის დასრულებისთანავე ახალშეუღლებულებს განმარტოება არა მხოლოდ ეკრძალებათ, არამედ ვალდებულები არიან ღამე რამდენიმე წყვილის კომპანიაშიც გაატარონ, რომლებიც მზად არიან მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და სიყვარულის სიბრძნესაც აზიარონ, ასეთი ქორწინების პირველი ღამე როგორც წესი, 5 დღის განმავლობაში გრძელდება.
ფილიპინები
მდიდრული ქორწილის შემდეგ ფილიპინელი ახალდაქორწინებულები პირველი ღამის გარეშე წვებიან და იძინებენ. სტუმრები და ნათესავები ახალშეუღლებულებს გულისყურით აკვირდებიან რათა მათ ჩვეულება არ დაარღვიონ და სქესობრივი აქტით არ დაკავდნენ, ეს კი იმისთვის ხდება რომ პატარძალი ქორწილის ღამეს არ დაორსულდეს, ვინაიდან ამ დღეს წყვილი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს.
მავრიკი
პატარძლის სიგამხდრე ავადმყოფობასთან, ჩასახვის უნარის დაქვეითებასთან და მომავალი მეუღლის უპატივცემულობასთნ ასოცირდება. სწორედ ამიტომ ქორწილამდე გოგონა წონაში საგრძნობლად იმატებს, ის კვებას გაძლიერებულად იწყებს რათა ქორწილის ღამეს მეუღლის წინაშე მთელი თავისი "ბრწყინვალებით" წარსდგეს.
intermedia.ge