ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 291 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 291 ადამიანმა გაიკეთა.
27 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 125 601 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 19 392 ადამიანი.