ექსკლუზივი: თბილისის 128-ე საბავშვო ბაღი და 106-ე საჯარო სკოლა დაიკეტა
კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისის 128-ე საბავშვო ბაღი და 106-ე საჯარო სკოლა დაიკეტა.
როგორც TIA.GE-ს ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა, ბაღში, სპეცპედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი და დღეს აღსაზრდელები აღარ მიიღეს, ხოლო სკოლაში - კოვიდინფიცირებულია მათემატიკის მასწავლებელი.
TIA.GE-მ სკოლის მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რამდენიმე პედაგოგი არის იზოლაციაში და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის, რადგან აღნიშნული პედაგოგი თითქმი ყველა კლასში ატარებდა გაკვეთილებს.
როგორც TIA.GE-ს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, სკოლამ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.