რომელი ვაქცინები მოქმედებს ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ე.წ. ინდური შტამის საწინააღმდეგო ვაქცინებზე საუბრობს.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, კორონავირუსის "ინდურ შტამს" მკაცრი მარეგულირებლის და ჯანმოს მიერ აღიარებული, ყველა არსებული ვაქცინა ფარავს.
"ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისინი ფარავენ და მოიცავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ მსოფლიოში. მათ შორის "სინოფარმიც", რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. არის კვლევები, "სინოფარმზეც", "სინოვაკზეც", "მოდერნაზე", "ფაიზერზეც", რომ ისინი ფარავენ ინდურ შტამს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.