თეგებით ძიება

იაპონიაში ქართული კერძების პოპულარულობა იზრდება

იაპონურმა კომპანიამ – “Matsubara Foods”, რომელიც შქმერულის სწრაფი მომზადების ნახევარფაბრიკატს აწარმოებს, ასევე ხარჩოს ნახევარფაბრიკატის გაყიდვაში გაშვება დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტის შეფუთვაზე დატანილია ქართული დროშა, მცირე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ და ქართული წარწერა – “ხარჩო”.

გარდა ამისა, იაპონიის ქალაქ ტამას დაწყებითი და საშუალო სკოლების სადილის მენიუში ქართული კერძები, შქმერული და ლობიო იქნა შეტანილი.

პარალელურად, მოსწავლეებს დაურიგდათ საქართველოს შესახებ საელჩოს მიერ შედგენილი საინფორმაციო ფურცლები სათაურით “26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა