"ექსპო ჯორჯიასთან", სადაც გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, ხმაურია
თბილისში, "ექსპო ჯორჯიასთან", სადაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, ხმაურია.
ადგილზე სამოქალაქო მოძრაობები "საქართველოსთვის", "შეცვალე" და "სირცხვილია" იმყოფებიან. ისინი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნებას აპროტესტებენ.
აქციაზე ხმაური ყოფილი ფეხბურთელების, ძმები არველაძეევბის გამოჩენას.
გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. ექსპრემიერი პოლიტიკაში ბრუნდება. ის ახალ პარტიას ოფიციალურად დღეს აფუძნებს.