სახლი საწყისი წერტილია სიყვარულის, იმედის და ოცნებების
ალფა სახლი ნუცუბიძეზე, ჩვენი მიმდინარე გამორჩეული პრემიუმ კლასის ბინაა, რომლის მშენებლობაც 2023 წლის იანვარში დასრულდება. ნუცუბიძის 77-ნომერში შენდება ორ ჩვიდმეტ სართულიანი კორპუსი. ორივე საცხოვრებელი სახლი ორ სადარბაზო აქვს და თითო სართულზე 8 ბინაა, ხოლო მთლიანობაში 242 ბინა. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი City Mall- იდან 300 მეტრში მდებარეობს.
რას ნიშნავს პრემიუმ კლასის ბინა და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?
პრემიუმ კლასის ბინა უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ცალკე ნიშაა და ის გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. პრემიუმ კლასის ბინების მშენებლობისას, უმაღლესი ხარისხის მასალა გამოიყენება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებს თავის პირვანდელ იერს. როდესაც შენდება პრემიუმ კლასის ბინა გასათვალისწინებელი ფაქტორი გამორჩეული ადგილმდებარეობის შერჩევაა. ბინა არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრიდან მკვეთრად მოშორებულ ადგილას. იგი უნდა იყოს ცენტრთან ახლოს, თუმცა, ამავე დროს დაშორებული მანქანების გამონაბოლქვისაგან, დაბინძურებული ჰაერისგან და პრობლემებისგან. კომპლექსი გამორჩეული უნდა იყოს არქიტექტურით და დიზაინით. ამასთან ერთად პროექტის მიმდებარე ტერიტორიაც უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხო. სწორედ ყველა ეს ფაქტორი ერთად ქმნის დაუვიწყარ კომფორტს.
რა არის ალფა სახლი ნუცუბიძეზე პროექტის უპირატესობა და რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი მასზე?
პროექტი გამოირჩევა თავისი დიზაინით, კომპლექსის დანახვისას თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რომ მის შექმნაზე დიზაინერების გუნდი მუშაობდა, რადგან კორპუსის ფასადი ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია. პროექტს ასევე აქვს ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხო ეზო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ოთხფეხა მეგობრებისთვის. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მობინადრეებს საშუალება ექნებათ დატკბნენ ლამაზი ხედით და რაც მთავარია სახლი სულ ნათელი იქნება. საცხოვრებელ კომპლექსი, თანამედროვე ადამიანებისთვის ჰარმონიული და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აერთიანებს. ქმნის პრივატულ გარემოს, სასურველ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. ალფა სახლი ნუცუბიძეზე იდეალური შანსია ისიამოვნოთ, ქალაქში ცხოვრებით გამოწვეული სტრესისგან მოშორებულ გარემოში, ქალაქის ბონუსებზე უარის თქმის გარეშე.
რა დამატებითი სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა ალფა სახლის მობინადრეებს?
წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია .
სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილება და ცხელი ხაზი სადაც „ალფა სახლის“ მაცხოვრებლებს თავისუფლად შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი სურვილები, საჭიროებები, მოთხოვნები, ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება, გადაჭრის გზების და ორივე მხარის საერთო ინტერესების მოძიება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. ეს ყველაფერი „ალფა სახლს“ ყველასგან გამორჩეულს ხდის.
რა სარგებელს იღებს მობინადრე?
დღევანდელ გარემოში, სტრესი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რთულია სიმშვიდის და ჯანმრთელობის შენარჩუნება. მშვიდი მდგომარეობის მიღწევისთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური. დროის უკმარისობის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს, და სწორედ ამიტომ ჯანმრთელობა მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც უბრალო დილის ვარჯიშსაც კი შეუძლია თქვენი მოდუნება. ალფა სახლი ნუცუბიძეზე გათვლილია თანამედროვე ადამიანებზე და თანამედროვე ცხოვრების წესზე. თქვენ კომპლექსის დატოვების გარეშე შეგიძლიათ ისარგებლოთ ოლიმპიური სტანდარტის 25 მეტრიანი საცურაო აუზით და სატრენაჟორო დარბაზით.
როგორია პროექტის მიმდებარე ტერიტორია?
ტერიტორიაზე თქვენი უსაფრთხოებისთვის არის გარე განათება, ვიდეო მეთვალყურეობა, უსაფრთხოების სამსახური, დაცული სადარბაზო და მიმდებარე ტერიტორია, რაც მთავარია აქ თქვენ დაცული ხართ და თამამად შეგიძლიათ ისეირნოთ, ივარჯიშოთ და ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი, ეკოლოგიურად სუფთა ეზოში. ამავდროულად შეგიძლიათ იდეალური გასართობი შესთავაზოთ თქვენს შვილებს საბავშვო მოედანზე, ხოლო ოთხფეხა მეგობრებს განცალკევებულ სივრცეში.
რა სახის მასალას იყენებს ალფა სახლი ნუცუბიძეზე მშენებლობისას და კორპუსების ფასადის მოსაპირკეთებლად?
ალფა სახლი ნუცუბიძეზე კონტურულ კედლებზე გამოყენებულია, ბედეგის უმაღლესი ხარისხის 20 სმ-იანი ბლოკი თბოიზიოლაციით. შიდა ტიხრები შენდება, ასევე ბედეგის 10 სმ-იანი ბლოკით, რომელიც ილესება სპეციალური აპარატით, თაბაშირისა და პერლიტის ნაზავით. ალფა სახლი ნუცუბიძეზე დამონტაჟებული იქნება მაღალი ხარისხის შავი ალუმინის კარ- ფანჯარა, 2 მექანიზმით და (გადმოსაკიდი, გადმოსაღები (აივნის კარიც და ფანჯარაც)) ორმაგი მინაპაკეტით. ალფა სახლის ყველა პროექტზე ვამონტაჟებთ ჩვენ საამქროში დამზადებულ, მაღალი ხარისხის რკინის კარს. პროექტის ფასადი იქნება სრულად მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის ღია რუხი გრანიტის ქვით, კომპაქტ - ლამინატის მუქი ყავისფერი ლამინირებული ფილებით, უმაღლესი ხარისხის რუხი ფერის ფაქტურული ლესვითა და მინის მოაჯირებით.
როგორ მდგომარეობაში ბარდება ბინა?
ალფა სახლი ნუცუბიძეზე ბინები ბარდება მხოლოდ თეთრი კარკასის მდგომარეობით. შავი კარკასის შეძენას, ალფა სახლის პროექტებზე ვერ შეძლებთ.
როგორია გადახდის პირობები?
ალფა სახლის ყველა პროექტზე შეგიძლიათ ისარგებლოთ, მშენებლობის დასრულებამდე შიდა უპროცენტო განვადებით. შიდა უპროცენტო განვადებით ბინის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 17 წლამდე განვადებით და თვეში 690 ლარიდან. ბინის შეძენა შესაძლებელია 30%-იანი წინასწარი შენატანით. ალფა სახლი ნუცუბიძეზე შიდა განვადებისათვის მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, მისი სარგებლობა შესაძლებელია შიდა განვადების დასრულებისთანავე.
რას გულისხმობს თეთრი კარკასის კონდიცია?
● მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, შავი, 2 მექანიზმით (გადმოსაკიდი, გადმოსაღები (აივნის კარიც და ფანჯარაც)) ორმაგი მინაპაკეტით.
● „ალფა სახლის“ წარმოების შემოსასვლელი რკინის კარი;
● ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
● ბინამდე მიყვანილი ელექტრობა და ბუნებრივი აირი;
● თქვენი გემოვნებით დაგეგმარებული შიდა ტიხრები, აშენებული 10 სმ. სისქის ბლოკებით, გალესილი თაბაშირისა და პერილიტის ნაზავით;
● გალესილი კონტურული კედლები;
● დასრულებული გარე ფასადი;
● კიბეები, სადარბაზოები. მოპირკეთებული ბუნებრივი გრანიტის ქვით;
● მინისა და ხის ფაქტურით მოპირკეთებული აივნის მოაჯირები;
● აივანზე დაგებული ფილები;
● იდეალური სისწორის მოჭიმული იატაკი;
● კორპუსი აღჭურვილია 41-ე დადგენილების შესაბამისად, ორი თანამედროვე ლიფტით, რომელიც უზრუნველყოფილია იუპიესით (ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში სარეზერვო დენის წყარო);
● სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო (პანდუსი; ლიფტი; ფარეხი);
● -1, -2 და -3 სართულზე განთავსებული, განათებითა და სადარბაზოდან შესასვლელი კარით უზრუნველყოფილი, იზოლირებული ავტოფარეხი;
● თელასის, თბილისი ენერჯისა და წყალკანალის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.
რა არის თქვენი მისია?
ალფა სახლის მისიაა შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა მშენებლობაზე და გახდეს განსხვავებული. ამასთან ჩვენს მაცხოვრებლებს შევუქმნათ სრული კომფორტი, რაც გულისხმობს სარეკრეაციო ზონას, ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს. სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ. ის უნდა იყოს ადგილი, სადაც შეძლებთ იყოთ ნამდვილი, ლაღი და შეგეძლებათ გემრიელად დასვენება. სახლი ის ადგილია, სადაც დროს კარგად უნდა ატარებდეთ. სწორედ ამიტომ, მისი შერჩევისას არ უნდა დაიშუროთ დრო და ენერგია, რადგან გაითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თქვენ ცხოვრებას კომფორტს შეუქმნის და საშუალებას მოგცემთ, სახლისგან მიიღოთ, ის რაც გსურთ.