ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 834-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 954 პირს დაუდასტურდა, 896 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, პირველ ივნისს საქართველოში კორონავირუსით 1 233 ადამიანი დაინფიცირდა, 1 002 გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში კოვიდსიკვდილიანობის მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებს და მიზეზების გამოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს.