თეგებით ძიება

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტის დამზადები ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირის მიმართ დევნა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო C კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ მოახდინა მოქალაქეების გადამზადება შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა