მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა
ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 60-წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.